თამაშით კი "ლიონი" ბევრად სჯობდა მეტოქეს, რომელმაც 5 მცველით ითამაშა. ზამთარი რომ იყოს, ვიტყოდით, რომ რუსთა გუნდს მაინც შერჩა ჯგუფურ ეტაპზე გასვლის
ავსტრიულმა "შტურმმა" ზუსტად იმ ანგარიშით დაასრულა თამაში, როგორც "ზესტაფონთან" გასვლით მატჩში - 1:1. ასე რომ, თუ ქართული კლუბი ვერ გავიდა ჯგუფურ ეტაპზე, ერთი ქართველს მაინც კარგი შანსი გაუჩნდა იქ მოხვედრის - "შტურმში" ხომ გიორგი ფოფხაძე თამაშობს. ბატე-სთან გიორგიმ 90 წუთი გაატარა მოედანზე. ფოფხაძემ 11,3 კილომეტრი გაირბინა, მისი 38 პასიდან 28 ზუსტი იყო, გიორგი ერთხელაც არ დაჯარიმებულა.
ხუთი წყვილიდან მხოლოდ ერთზე ვიტყვით, რომ ყველაფერი თითქმის გარკვეულია - ჩეხეთის ჩემპიონმა, პლზენის "ვიქტორიამ" სტუმრად 3:1 მოუგო დანიის ჩემპიონ "კოპენჰაგენს" და, არა გვგონია, სამშობლოში ამხელა უპირატესობა ხელიდან გაუშვას. ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს "ბენფიკას" პორტუგალიელებმა ჰოლანდიაში ("ტვენტეს" წინააღმდეგ) 2:2 ითამაშეს. ყველაზე საინტერესო წყვილში კი "არსენალმა" 1:0 მოუგო "უდინეზეს", იტალიელთა კარში ერთადერთი გოლის ავტორი ტეო უოლკოტია. დღეს საქმეში ისეთი კლუბები ჩაერთვებიან, როგორიც "ბაიერნი" და "ვილიარეალია".
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფები
კოპენჰაგენი (დანია)-პლზენი (ჩეხეთი) 1:3
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - ტომსენი, ოტესენი, იორგენსენი, ბენგტსონი - ბოლანიოსი, კრისტენსენი, გრინდჰეიმი, დიუფი (56. ნორდსტრანდი) - ნდოიე, კლაუდემირი (აბსალონსენი).
პლზენი (4-1-4-1): ჩეხი - ლიმბერსკი, ბისტრონი, ჩიშოვსკი, რაიტორალი - ტრაპი - პეტრჟელა (76. ფილო), ჰორვატი, კოლარჟი, პილარჟი (91. ჰორა) - ძურიში (89. შევინსკი).
გოლები: 0:1 ოტესენი (52. ს. კ.), 0:2 პილარჟი (59), 1:2 ოტესენი (69), 1:3 ფილო (79)
ტვენტე (ჰოლანდია)-ბენფიკა (პორტუგალია) 2:2
ტვენტე (4-3-3): მიჰაილოვი - კორნელისე, დუგლასი, ვისგერჰოფი, ტიენდალი (75. ბუისე) - ლანდზაატი (46. იანკო), ბრამა, იანსენი - რუისი, დე იონგი, ბაირამი (58. იონი).
ბენფიკა (4-2-3-1): არტური - მ. პერეირა, ლუიზაო, გარაი, ემერსონი - ხავი გარსია, კარდოსო (87. მატიჩი) - ვიტსელი, გაიტანი (56. ამორიმი), ნოლიტო - აიმარი (64. სავიოლა).
გოლები: 1:0 დე იონგი (6), 1:1 კარდოსო (21), 1:2 ნოლიტო (35), 2:2 რუისი (80)
ლიონი (საფრანგეთი)-რუბინი (რუსეთი) 3:1
ლიონი (4-2-3-1): ლორისი - რევეიერი, ბ. კონე, ლოვრენი, სისოხო (52. პიანიჩი) - გონალონსი, კალსტრიომი - ბრიანი (82. პიე), გომისი, ბაშტოში - ლ. ლოპესი.
რუბინი (5-4-1): რიჟიკოვი - კუზმინი, კვერკველია, ბოკეტი, შარონოვი, კალეშინი - კარადენიზი, ნობოა, ნატხო, კასაევი (69. ლებედენკო) - დიადიუნი (36. მედვედევი),
გოლები: 0:1 დიადიუნი (3), 1:1 გომისი (10), 2:1 კვერკველია (40. ს. კ.), 3:1 ბრიანი (71).
ბატე (ბელარუსი)-შტურმი (ავსტრია) 1:1
ბატე (4-2-3-1): გუტორი - იურევიჩი, ფილიპენკო, შიმიჩი, ბორდაჩევი (82. ვოლოდკო) - ბაგა, ოლეხნოვიჩი - პატოცკი (46. გორდეიჩუკი), როდიონოვი (69. რუდიკი), ნეხაიჩიკი - კონცევოი.
შტურმი (4-4-2): გრაცეი - შტანდფესტი, დუდიჩი, ბურგშტალერი, ფოფხაძე - ჰიოლცლი (88. ეჰრენრაიხი), ვებერი, ზიომელი, ბუკვა - კიენასტი, საბიჩსი (72. მურატოვიჩი).
გოლები: 0:1 ვებერი (12), 1:1 შიმიჩი (59)
არსენალი (ინგლისი)-უდინეზე (იტალია) 1:0
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, კოშელნი, ვერმალენი, გიბსი (46. ჯურუ) - სონგი, როსიცკი (73. ფრიმპონგი) - უოლკოტი, რემზი, ჟერვინიო - შამახი.
უდინეზე (4-1-4-1): ჰანდანოვიჩი - ეკსტრანდი, ბენატია, ლარანგეირა, ნეუტონი (59. პასკუალე) - აგიემანგ-ბადუ - ისლა, ასამოა, პინცი (88. აბდი), არმერო - დი ნატალე.
გოლი: 1:0 უოლკოტი (4)
დღეს
ვისლა (პოლონეთი)-აპოელ (კვიპროსი) 23:45
მაქაბი ჰ. (ისრაელი)-გენკი (ბელგია) 23:45
დინამო ზ. (ხორვატია)-მალმიო (შვედეთი) 23:45
ოდენსე (დანია)-ვილიარეალი (ესპანეთი) 23:45
ბაიერნი (გერმანია)-ციურიხი (შვეიცარია) 23:45
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"