საბოლოოდ, ეს შეხვედრა ჰაიფელებმა 2:1 მოიგეს, ასე რომ, დვალიშვილის გოლი გამარჯვებისა გამოდგა. ამ დაპირისპირებაში კი ყველაფერი ბელგიაში გადაწყდება. ლადომ 90 წუთი ითამაშა და 10,5 კილომეტრი გაირბინა. მან კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, თუმცა კარში მხოლოდ ერთი წავიდა (ერთს მცველი გადაეღობა, ერთიც მიზანს აცდა). მისი 31 პასიდან 24 (77%) ზუსტი გამოდგა. დვალიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მე-6 გოლი შეაგდო (ყველა
გუშინდელი შეხვედრებიდან ყველაში მასპინძლებმა იმარჯვეს, ყველაზე დამაჯერებლად კი ეს ზაგრების "დინამომ" მოახერხა, რომელმაც შვედეთის ჩემპიონ "მალმიოს" 4:1 მოუგო და ფაქტობრივად გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური.
ცალი ფეხით იქაა მიუნხენის "ბაიერნიც", რომელსაც "ციურიხთან" საპასუხო მატჩის წინ 2-ბურთიანი უპირატესობა აქვს. სხვაგან კი დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი. გასაკვირია, ესპანური "ვილიარეალის" მარცხი - ვალენსიელები "ოდენსესთან" 0:1 დამარცხდნენ.
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფები
ბაიერნი (გერმანია)-ციურიხი (შვეიცარია) 2:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - შვაინშტაიგერი, ლუიზ გუსტავო - რობენი, კროოსი (57. მიულერი), რიბერი - გომესი.
ციურიხი (4-1-3-2): ლეონი - კოხი, ტეიშეირა, ბედა, როდრიგესი - აეგერტერი - შონბახლერი (55. ნიკჩი), ბარმეტლერი (67. ბუფი), ჯურიჩი - მეჰმედი, ჩერმიტი (84. დრნიჩი).
გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (8), 2:0 რობენი (72)
გაძევება: ბედა (91)
დინამო ზ. (ხორვატია)-მალმიო (შვედეთი) 4:1
დინამო (4-4-2): კელავა - ვრსალიკო, ტონელი, ვიდა, იბანიესი - ლეკო, კალელო (87. კოვაჩიჩი), ბადელჟი, სამირი (93. შიტუმი) - რუკავინა, კრსტანოვიჩი (62. ბეჩირაი).
მალმიო (4-4-2): მელიჩარეკი - ჰალსტი, იანსონი, ანდერსონი, ჰამადი - მეჰმეთი (74. ვინზენცი), პეკალსკი, მუტავაძიჩი (66. აუბინი), დურმაზი - ლარსონი, ვილტონი (66. რეჩეპი).
გოლები: 1:0 სამირი (4), 1:1 მეჰმეთი (17), 2:1 რუკავინა (56), 3:1 სამირი (61-პენ), 4:1 ბეჩირაი (84)
მაქაბი ჰ. (ისრაელი)-გენკი (ბელგია) 2:1
მაქაბი (4-4-2): დავიდოვიჩი - მეშუმარი, ი. კოენი, ფალახი, ტვატა - ვერედი, ბოკოლი (63. იამპოლსკი), იაჰაია, გოლასა (82. ტ. კოენი) - ამაშა (73. აზრიელი), დვალიშვილი.
გენკი (4-2-3-1): კიოტელესი - დურვაელი, ნადსონი, ჟონელეიტი, პუდილი - ტიორსერი, ჰუბერტი, ვოსენი (79. ბუფელი), ბარდა, ჰაილანდი (89. კამუსი) - ნვანგანგა.
გოლები: 1:0 ამაშა (8), 2:0 დვალიშვილი (28), 2:1 ბარდა (61)
ოდენსე (დანია)-ვილიარეალი (ესპანეთი) 1:0
ოდენსე (4-4-1-1): ვესელსი - რუუდი, კრისტენსენი, ჰოე, სიორენსენი - იოჰანსონი, ტრაორე, ჯემბა-ჯემბა, კადრიი - ანდრეასენი - გისლასონი (81. ფალკი).
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - გასპარი, მუსაჩიო, საპატა, ორიოლი - კანი, სორიანო, მარჩენა (85. რუბენი), ვალერო (84. სენა) - ნილმარი (83. კამუნიასი), როსი.
გოლი: 1:0 ანდრეასენი (84)
ვისლა (პოლონეთი)-აპოელ (კვიპროსი) 1:0
ვისლა (4-2-3-1): პარეიკო - იოვანოვიჩი, იალიენსი, ჩავესი, დიასი - სობოლევსკი, ნუნიესი - ილიევი (68. ვილკი), მელიკსონი, მალეცკი - გენკოვი.
აპოელ (4-2-3-1): ქიოტისი - სოლომოუ, კონტისი, პაულო ჟორჟე, ბოავენტურა - მორაიში, პინტო - ტრიხოვსკი (85. სოლარი), მარსინიო (80. იაჰიჩი), მანდუკა (46. ხარალამბიდესი) - აილტონი.
გოლი: 1:0 მალეცკი (71)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"