ფრანგი სპეციალისტი იმისთვის დაისაჯა, რომ დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება დაარღვია. შეგახსნეებთ, რომ "უდინეზესთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში ვენგერს გუნდთან არ უნდა ეურთიერთა და თამაშისთვის თვალი ტრუბუნიდან ედევნებინა. თუმცა მან საკუთარ თანაშემწესთან, პეტ რაისთან კონტაქტის საშუალება გამონახა და სამწვრთნელო შტაბის მეორე წევრის ბორო პრიმორაცის საშუალებით მითითებები გადასცა.
ლონდონური კლუბი იმედოვნებს, რომ ვენგერისთვის "უდინეზესთან" საპასუხო მატჩში გუნდის ხელმძღვანელობის უფლებას მოიპოვებს.