დვალიშვილის გაცუდებული პენალტი და ლიგის დაკეტილი კარი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები
აპოელ (კვიპროსი)-ვისლა (პოლონეთი) 3:1 (0:1)
აპოელ (4-2-3-1): ქიოტისი - პურსაიტიდესი, პაულუ ჟორჟე, კონტისი, ბოავენტურა (85. ალექსანდრუ) - პინტო, ნუნუ მორაიში - ტრიკოვსკი, მარსინიო (92. იაჰიჩი), მანდუკა (85. ხარალამბიდესი) - აილტონი.
ვისლა (4-2-3-1): პარეიკო - ლამეი, იალიენსი (80. მ. იოვანოვიჩი), ჩავესი, ჟუნიორ დიასი - სობოლევსკი (58. ილიევი), ვილკი - ნუნიესი, მელიკსონი, მალეცკი (80. კირმი) - გენკოვი.
გოლები: 1:0 პარეიკო (29. ს.კ.), 2:0 აილტონი (54), 2:1 ვილკი (71), 3:1 აილტონი (87)

გენკი (ბელგია)-მაქაბი ჰ. (ისრაელი) 2:1 (4:1 პენალტებში) 1:2
გენკი
(4-4-2): კიოტელესი - ნგკონგკა, ნადსონი, ჟონელეი, პუდილი - ბუფელი (110. ლიმბომბე), ჰუბერტი, ტიოცსერი, ბარდა (96. ვანდენ ბორი) - ვოსენი, ნვანგანგა (68. ოგუნჯიმი).
მაქაბი (4-4-1-1): დავიდოვიჩი - მეშუმარი, ი. კოენი, ფალახი, ტვატა - ვერედი (79. კატანი), იაჰია, ბოკოლი (46. იამპოლსკი), გოლასა - ამაშა (112. ტ. კოენი) - დვალიშვილი.
გოლები: 1:0 ვოსენი (35), 1:1 გოლასა (37), 2:1 ბუფელი (41)

მალმიო (შვედეთი)-დინამო ზ. (ხორვატია) 2:0 1:4
მალმიო (4-3-1-2): მელიჩარეკი - ვინზენტსი, იანსონი, ჰალსტი, რიკარდინიო - ჰამადი, პეკალსკი (80. აუბინი), დურმაზი (78. ალბორნოზი) - ვილტონი - ლარსონი, მეჰმეთი (78. რეჩეპი).
დინამო (4-4-2): კელავა - ვრსალიკო, ტონელი, ვიდა, კუფრე - ბადელი, ლეკო, კალელო, სამირი (81. შიტუმი) - რუკავინა (87. კრსტანოვიჩი), ბექირაი.
გოლები: 1:0 ვილტონი (69), 2:0 იანსონი (86)
გაძევება: ვრსალიკო (50)

ვილიარეალი (ესპანეთი)-ოდენსე (დანია) 3:0 0:1
ვილიარეალი (3-4-3): დიეგო ლოპესი - მუსაჩიო, საპატა, ორიოლი - კანი (84. გონსალო), ბრუნო სორიანო, სენა, ბორხა ვალერო - ნილმარი (85. მარკო რუბენი), როსი, კამუნიასი (75. მარჩენა).
ოდენსე (4-4-1-1): ვესელსი - რუუდი, მიოლერ კრისტენსენი, ტ. რეგინიუსენი, მენდი (80. კრის სორენსენი) - იოჰანსონი, ტრაორე (80. უტაკა), ჯემბა-ჯემბა, კადრიი - ანდრეასენი - გისლასონი (57. ფალკი).
გოლები: 1:0 როსი (50), 2:0 როსი (66), 3:0 მარჩენა (82)
გაძევება: კადრიი (70), ბორხა ვალერო (76)

ციურიხი (შვეიცარია)-ბაიერნი (გერმანია) 0:1 0:2
ციურიხი (4-4-2): ლეონი - კოხი, ჟორჟე ტეშეირა, ბარმეტლერი, როდრიგესი - შიონბახლერი, აეგერტერი (64. გაიჯიჩი), ბუფი, ჯურიჩი (64. ბრუნერი) - ჩერმიტი, მეჰმედი (78. დრნიჩი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ლუიზ გუსტავო, შვაინშტაიგერი - მიულერი (72. ალაბა), კროოსი (63. ტიმოშჩუკი), რიბერი - გომესი (46. პეტერსენი).
გოლი: 0:1 გომესი (7)

დღეს
რუბინი (რუსეთი)-ლიონი (საფრანგეთი) 20:00 (პირველი მატჩი1:3)
პლზენი (ჩეხეთი)-კოპენჰაგენი (დანია) 22:45 (3:1)
შტურმი (ავსტრია)-ბატე (ბელარუსი) 22:45 (1:1)
ბენფიკა (პორტუგალია)-ტვენტე (ჰოლანდია) 22:45 (2:2)
უდინეზე (იტალია)-არსენალი (ინგლისი) 22:45 (0:1)

2011/12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საბოლოო შემადგენლობის დაკომპლექტებას ბევრიც არაფერი უკლია - დღეს, 24 აგვისტოს გაირკვევა ჯგუფური ეტაპის ბოლო 5 საგზურის მფლობელთა ვინაობაც. წუხელ კი ხუთი წყვილიდან მხოლოდ ერთს დასჭირდა დამატებითი ტაიმები (შემდეგ კი პენალტების სერია), დანარჩენებში კი ორრაუნდიანი პლეი ოფის გამარჯვებულები ძირითად დროშივე გაირკვა.

დრამა ბელგიაში გათამაშდა, სადაც "გენკმა" იმავე ანგარიშით დაამარცხა "მაქაბი", როგორითაც თავად წააგო ლადო დვალიშვილის გუნდთან. პენალტების სერიაში მასპინძლები ბრწყინვალედ გაისარჯნენ, აი, სტუმრები კი... სამწუხაროდ, პირველი პენალტი სწორედ ქართველმა ფორვარდმა ვერ გაიტანა, მას "გენკის" უნგრელმა მეკარე ლასლო კიოტელესმა ფეხით აუღო.

ხორვატიის ჩემპიონმა, ზაგრების "დინამომ" 12-წლიანი პაუზის შემდეგ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პირველ შეხვედრაში ხორვატებს 4:1 ჰქონდათ მოვლენები, მაგრამ ბეწვზე გადაურჩნენ მარცხს შვედეთის ჩემპიონ "მალმიოსთან" დაპირისპირებაში. ხორვატებს იმიტომაც გაუჭირდათ, რომ მათ მსაჯმა მცველი შიმე ვრსკალიკო გაუძევა. მასპინძლებმა ანგარიში ვილტონ ფიგეირედომ საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, მატჩის მიწურულს პონტუს იანსონმა მეორეც გაიტანა. ახლა შვედებს ერთი გოლიც ჰყოფნიდათ, თუმცა სტუმრებმა გაძლეს.

ბრაზილიელი აილტონის დუბლმა ჯგუფურ ეტაპზე კვიპროსული აპოელ-ი გაიყვანა, ორი მატჩის ჯამში კუნძულელებმა 3:2 დაამარცხეს პოლონეთის ჩემპიონი "ვისლა". მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრადაც დაამარცხა "ციურიხი", ამჯერად მარიო გომესის ერთადერთი გოლის წყალობით. გერმანული გრანდი ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ისევე როგორც ესპანური "ვილიარეალი". ვალენსიელებმა საპასუხო შეხვედრაში 3:0 გაანადგურეს "ოდენსე", თუმცა ყველაფერი ისე იოლი არ ყოფილა, როგორც საბოლოო ანგარიშიდან ჩანს - დანიელები 50 წუთი უძლებდნენ ესპანელებს, თუმცა ჯუზეპე როსის დუბლმა ისინი გატეხა, შვებით კი "ელ სუბმარინოს" ფანებმა მხოლოდ მაშინ ამოისუნთქეს, როცა მსოფლიოს ჩემპიონმა კარლოს მარჩენამ სტუმართა კარში მესამე ბურთი არ გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული