მიუნხენელებს თამაში "ვილიარეალთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "ნაპოლისთან" მოუწევთ.
"აი, ეს მესმის, ჩვენს ჯგუფში თითოეული მატჩი ფეხბურთის ზეიმად გდაიქცევა", - განაცხადა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ.
გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა თავის მხრივ აღნიშნა: "კენჭისყრის შედეგები ძალიან მახარებს. ეს ნამდვილი ჩემპიონთა ლიგაა".
რაც შეეხება ბასტიან შვაინშტაიგერს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ლაკონური იყო: "ჩვენ მათ გავუმკლავდებით".
მომზადებულია tz-ის მიხედვით