"ბაიერნის" ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებმა გაახარა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგებს ენთუზიაზმით შეხვდნენ.

მიუნხენელებს თამაში "ვილიარეალთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "ნაპოლისთან" მოუწევთ.

"აი, ეს მესმის, ჩვენს ჯგუფში თითოეული მატჩი ფეხბურთის ზეიმად გდაიქცევა", - განაცხადა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ.

გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა თავის მხრივ აღნიშნა: "კენჭისყრის შედეგები ძალიან მახარებს. ეს ნამდვილი ჩემპიონთა ლიგაა".

რაც შეეხება ბასტიან შვაინშტაიგერს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ლაკონური იყო: "ჩვენ მათ გავუმკლავდებით".

მომზადებულია tz-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული