ვან ბომელი: ინიესტასთან არანაირი პრობლემები არ მაქვს

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა მარკ ვან ბომელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრამდე "ბარსელონას" წინააღმდეგ განაცხადა, რომ არანაირი პრობლემები არ აქვს ანდრეს ინიესტასთან.

საქმე ისაა, რომ 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიისა და ესპანეთის ნაკრებების შორის შეხვედრაში მარკ ვან ბომელი ძალიან უხეშად თამაშობდა ანდრეს ინიესტას წინააღმდეგ.

"მე და ინიესტა ჩვენი გუნდების სასტარტო შემადგენლობაში თუ გამოვედით, უპრობლემოდ ჩამოვართმევ მას ხელს. ინიესტას უკვე დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა "ბარსელონაში" გამოვდიოდი.

რაც შეეხება შეხვედრას, ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში,
რომელმაც ბოლო ხუთ წელიწადში ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. ამ მატჩის ფავორიტი "ბარსელონაა", თუმცა "მილანიც" ძლიერი გუნდია", - განაცხადა ვან ბომელმა.

მომზადებულოია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული