"ბარსა"-"მილანი": პირველად იყო პატო...

AutoSharing Option
2011/12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი გოლი "მილანის" ფორვარდმა ალეშანდრე პატომ გაიტანა.

22 წლის ბრაზილიელმა "კამპ ნოუზე" პირველივე წუთზე არცთუ მთლად იოლად შესასრულებელი რამ ჩაიდინა - ცენტრში საკუთარ თავს გაუგდო ბურთი და გაოგნებული ცენტრალური მცველების თვალწინ, ვიქტორ ვალდესს ბურთი ფეხებს შუა გაუტანა.

ამის მერე მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა - "ბარსელონა", ჯერ ლეო მესის გენიალური შეტევა დააგვირგვინა პედრომ, შემდეგ კი თავი დავიდ ვილიამ საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. თითქოსდა, საკუთარ ნახევარს მიჯაჭვულმა "მილანმა" კი ქულა მაინც იხსნა - უკანასკნელ წუთზე
სტუმრებმა კუთხურიდან ჩააწოდეს და ყველას თავით "მილანის" ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვამ დაასწრო - 2:2.

პირველი დღის 8 მატჩიდან ნახევარი ფრეთი დასრულდა. გამარჯვებები იზეიმეს "ჩელსიმ", "პორტუმ", "მარსელმა" და აპოელ-მა.

E ჯგუფი
ჩელსი-ლევერკუზენი 2:0
ჩელსი (4-3-3): პ. ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ლუიზი (76. ალექსი), ე. კოული - მალუდა, მიკელი, მეირელეში (63. ლამპარდი) - სტარიჯი (64. ანელკა), ტორესი, მატა.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - კასტრო, რაინარტცი, ტოპრაკი, კადლეცი - ბენდერი (80. ბალიტში), როლფესი - სემი (73. დერდიოკი), ბალაკი (66. აუგუსტო), შიურლე - კისლინგი.
გოლები: 1:0 ლუიზი (67), 2:0 მატა (90)
გაფრთხილება: ლუიზი, ტორესი - ბენდერი, კასტრო
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 25-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 19-7 (12-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 33 820
არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

გენკი-ვალენსია 0:0
გენკი (4-3-3): კოტალესი - ნგკონგკა, სიმაეისი, პუდილი, ნადსონი - ბუფელი (85. კამუსი), ტოშერი, ჰუბერტი - დუგარი, ვოსენი (79. ბარდა), ნვანგანგა (63. ოგუნჯიმი).
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - მიგელი, რუისი, რამი, მატიო - ბანეგა, ტოპალი - პიატი (79. კანალესი), ფეგული (69. პ. ერნანდესი), პარეხო (74. ადურისი) - სოლდადო.
გაფრთხილება: ბუფელი, პულიდი - ბანეგა
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 8-18 (4-6); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 20 218
არბიტრი: ტომას აინვალერი (ავსტრია)

F ჯგუფი
ბორუსია (დ)-არსენალი 1:1
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი (68. ბლაშჩიკოვსკი) - გიოტცე, კაგავა (85. ზიდანი), გროსკროიცი (69. პერიშიჩი) - ლევანდოვსკი.
არსენალი (4-4-2): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, სონგი, ბენაიუნი, უოლკოტი (77. ფრიმპონგი) - ჟერვინიო (86. ანდრე სანტოსი), ვან პერსი (85. შამახი).
გოლები: 0:1 ვან პერსი (42), 1:1 პერიშიჩი (88)
გაფრთხილება: შმელცერი, ბენდერი - სანია
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 11-21; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 15-5 (7-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 65 590
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ოლიმპიაკოსი-მარსელი 0:1
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): კოსტანცო - ტოროსიდისი, პაპადოპულოსი, მელბერგი, ჰოლებასი - ფეისა (66. მაკუნი), მოდესტო - ფუსტერი (67. იბაგასა), იესტე (55. ჯებური), აბდუნი - მირალიაში.
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, ნკულუ, ტრაორე - ლუჩო გონსალესი (76. კაბორე), დიარა, შეირუ (81. ფანი) - ამალფიტანო, მორელი, რემი (68. ჯ. აეუ).
გოლი: 0:1 ლუჩო გონსალესი (51)
გაფრთხილება: მირალიაში, პაპადოპულოსი - ამალფიტანო, მორელი, აეუ
გაძევება: ფანი (90)
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 22-18; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 8-11 (3-4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 30 040
არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია)

G ჯგუფი
პორტუ-შახტარი 2:1
პორტუ (4-3-3): ელტონი - მაიკონი, ალვარო პერეირა, ფუსილე, ოტამენდი - ფერნანდო (61. ბელუში), მოუტინიო, დეფური - როდრიგესი, კლებერი (69. ჯალმა), ჰალკი (78. ვარელა).
შახტარი (4-2-3-1): რიბკა - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - ფერნანდინიო, მხითარიანი - ედუარდო (41. კუჩერი), ჟადსონი (64. ალექს ტეიშეირა), ვილიანი (82. ჰუბშმანი) - ადრიანო.
გოლები: 0:1 ადრიანო (12), 1:1 ჰალკი (28), 2:1 კლებერი (51)
გაფრთხილება: პერეირა - ადრიანო, ჩიგრნისკი, სრნა
გაძევება: რაკიცკი (40), ჩიგრინსკი (80)
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 20-6 (7-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 36 612
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

აპოელ-ზენიტი 2:1
აპოელ (4-4-2): ქიოტისი - პურსაიტიდისი (74. სოლომუ), პაულო ჟორჟე, ოლივეირა, ბოავენტურა - მორაიში, მარჩინიო (65. იაჰიჩი), ტრიჩკოვსკი, მანდუკა (89. ალექსანდრუ) - პინტუ, ალმეიდა.
ზენიტი (4-2-3-1): მალაფეევი - ანიუკოვი, ბრუნო ალვეში, ლომბერტსი, კრიშიტო - შიროკოვი (75. ფაიზულინი), დენისოვი - ჰუბოჩანი (89. ბუხაროვი), ზირიანოვი (80. ლაზოვიჩი), დანი - კერჟაკოვი.
გოლები: 0:1 ზირიანოვი (63), 1:1 მანდუკა (73), 2:1 ალმეიდა (75)
გაფრთხილება: ოლივეირა, მორაიში, ჟორჟე, იაჰიჩი - ალვეში, დანი
გაძევება: ბრუნო ალვეში (76)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 8-13 (4-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 21 269
არბიტრი: ედუარდო გონსალესი (ესპანეთი)

H ჯგუფი
ბარსელონა-მილანი 2:2
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ალვეში, მასკერანო, აბიდალი, ბუსკეტსი - ჩავი, კეიტა (67. პუიოლი), ინიესტა (39. ფაბრეგასი) - პედრო, მესი, ვილია (84. აფელაი).
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, სილვა, ძამბროტა - ნოჩერინო, ვან ბომელი (77. აკვილანი), ზეედორფი - ბოატენგი (34. ამბროზინი) - კასანო (62. ემანუელსონი), პატო.
გოლები: 0:1 პატო, 1:1 პედრო (36), 2:1 ვილია (50), 2:2 სილვა (90)
გაფრთხილება: ვილია, ალვეში, პუიოლი - ვან ბომელი, ნესტა
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14-5 (7-3); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 89 861
არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

ვიქტორია-ბატე 1:1
ვიქტორია (4-2-3-1): ჩეხი - რაიტორალი, ჩისოვსკი, ბისტრონი, ლიმბერსკი (78. ტრაპი) - ირჟაჩეკი, ჰორვატი - პეტრჟელა (69. ძურიში), კოლარი, პილარი (88. ჰორა) - ბაკოში.
ბატე (4-2-3-1): გუტორი - ბაგა, ფილიპენკო, შიმიჩი, ბორდაჩოვი - ოლეხნოვიჩი, რუდიკი - ა. ვოლოდკო, ბრესანი (71. კონცევოი), გორდეიჩუკი (83. მ. ვოლოდკო) - კეჟმანი (75. ალექსი).
გოლები: 1:0 ბაკოში (45), 1:1 ბრესანი (68)
გაფრთხილება: კოლარი, პირალი - ოლეხნოვიჩი, ბრესანი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-14 (4-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 19 541
არბიტრი: ლორან დუჰამელი (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული