შეგახსნებთ, რომ გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონა" "მილანს" შესვდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
მილანელებმა პირველივე წუთზე გახსნეს ანგარიში, შემდეგ ესპანელებმა ორი ბურთის გატანა მოახერხეს და თამაშის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთებზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ტიაგო სილვამ თაური დარტყმით ვალდესის კარში გაგზავნა და საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.
"მილანს" საგოლე მომენტები არც კი შეუქმნიათ. მათ ორი შანსი ჰქონდათ და ორივე გამოიყენეს. ზუსტად ამიტომ არიან იტალიის ჩემპიონები.
ამ ეტაპზე მთავარია ჩატარებული შეხვედრა გავაანალიზოთ და მომავალში იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ", - განაცხადა ვალდესმა.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით