გვარდიოლა: 1 და 92-ე წუთებიც სათამაშო დროა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედაში "მილანთან", რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა, მატჩის სასტარტო და ფინალური მონაკვეთებით უკმაყოფილო დარჩა.

"ვერ ვიტყვი, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. პირველი და 92-ე წუთებიც სათამაშო დროა, ამიტომ "მილანს" ამ დროსაც შეუძლია გატანა.

საერთო ჯამში გუნდმა კარგად ითამაშა. ხშირ შემთხვევაში საკუთარ კარს კარგად ვიცავდით. რა თქმა უნდა, თამაშის რაღაც კომპონენტებში გუნდმა უნდა მოუმატოს.

ძნელია შეუტიო, როდესაც მეტოქის ცენტრალური ნახევარმცველები დაცვაში ყოფნით იღლებიან. თუ "მილანს" უნდა საკუთარ დაცვას უფრო მეტი დრო დაუთმოს,
ეს მისი საქმეა. ყველა შემთხვევაში, მეტოქე ქების ღირსია.

პირველი გოლის დროს პატომ ისე სწარაფად ირბინა, რომ ბოლტსაც გაასწრებდა. "მილანს" შეუძლია გაიტანოს მაშინაც, როცა არცისე კარგად თამაშობს. სატურნირო მებრძოლებს გვანან, როგორც ყველა იტალიური გუნდი. ახლა მთავარია ძირითადში მალე დაბრუნდეს ინიესტა. ის უკვე წლებია უმაღლეს დონეზე თამაშობს", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია UEFA.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული