ტიაგო სილვა: თამაშის დროს ცოტა ვნერვიულობდი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ბარსელონას" კარში მეორე გატანილი გოლის ავტორის "მილანის" მცველის ტიაგო სილვას თქმით, ის თამაშის დროს ნერვიულობდა.

ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ მილანელები ვარჯიშზე სტანდარტულებს ამუშავებდნენ, რის წყალობითაც ჩამოწოდებული კუთხურიდან იტალიელებმა ანგარიში გაათანაბრეს.

"თამაშის დროს ცოტა ვნერვიულობდი. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობდით კუთხურების ჩამოწოდებაზე, რამაც დაგვეხმარა ანგარიშის გათანაბრებაში. ამ ეტაპზე სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან კვირას "ნაპოლის" წინაამდეგ მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მინდა ავღნიშნო, რომ "კამპ ნოუზე" და "სან სიროზეც" მოგებას ვგეგმავდით. ბარსელონაში დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით", - განაცხადა სილვამ.

მომზადებულია
Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული