ცივი შხაპი "ინტერს" [+VIDEO]

AutoSharing Option
ამაზე უარეს სეზონის დასაწყისს მილანის "ინტერის" გულშემატკივრები ვერც კი წარმოიდგენდნენ - მათი გუნდი დამარცხდა სერია A-ს სასტარტო მატჩში, ახლა კი შინ, სანახევროდ ცარიელ "სან სიროზე" წააგო ჩემპიონთა ლიგაზე შემთხვევით მოხვედრილ "ტრაბზონსპორთან" - 0:1.

იტალიელთა ბედად, მათმა სხვა კონკურენტებმა, "ლილმა" და ცსკა-მ ფრე ითამაშეს. 76-ე წუთზე თურქთა გამარჯვების გოლი ონდრჟეი ჩელუსტკამ გაიტანა. მოსკოვის ცსკა კი სეიდუ დუმბიას უნდა უმადლოდეს ქულას - მან 0:2-ზე დუბლი შეასრულა და "ლილს" ორი ქულა დააკარგვინა.

სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ მიუნხენის "ბაიერნის" იოლ გასეირნებას ესპანეთში, გერმანელებმა "ვილი
არეალს" შანსი არ დაუტოვეს - 2:0. მანჩესტერში კი "სიტი" და "ნაპოლი" საბრძოლო ფრეზე გაიყარნენ - 1:1. "იუნაიტედი" პორტუგალიას ეწვია და ანალოგიური ანგარიშით "ბენფიკას" დაუზავდა. მადრიდის "რეალმა" კი ანხელ დი მარიას გოლის წყალობით მოიგო ზაგრებში.

A ჯგუფი
"მანჩესტერ სიტი"-"ნაპოლი" 1:1 [იხილეთ ვიდეო]
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - კომპანი, საბალეტა, ლესკოტი, კოლაროვი (75. კლიში) - ბერი, ნასრი (76. ჯონსონი), ი. ტურე - ჯეკო (81. ტევესი), აგუერო, სილვა.
ნაპოლი (4-4-2): დე სანკტისი - არონიკა, კამპანარო, კანავარო, მაჯო - ჰამშიკი (89. სანტანა), სუნიგა, გარგანო, ინლერი - კავანი (83. პანდევი), ლავეცი (57. ძემალი).
გოლები: 0:1 კავანი (69), 1:1 კოლაროვი (75)
გაფრთხილება: საბალეტა - მაჯო, კანავარო, არონიკა, ინლერი
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 20-10 (12-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 44 026

"ვილიარეალი"-"ბაიერნი" 0:2
[იხილეთ ვიდეო]

ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - გასპარი, მუსაჩიო, მარჩენა, საპატა - კატალა, დე გუზმანი (72. კამუნიასი), სენა (46. კანი), ბრუნო - ნილმარი (58. რუბენი), როსი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენი (22. რაფინია), ვან ბუიტენი, ბადშტუბერი - შვაინშტაიგერი, ტიმოშჩუკი - რიბერი, კროოსი (80. გუსტავო), მიულერი - გომესი (46. პეტერსენი).
გოლები: 0:1 კროოსი (7), 0:2 რაფინია (76)
გაფრთხილება: მარჩენა - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 15-23; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 4-12 (2-9); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 19 168

B ჯგუფი
"ლილი"-"ცსკა" 2:2
ლილი (4-2-3-1): ლანდრო - როზენალი, ბერია, ბაშა, დებიუში - ბალმონი, ობრანიაკი (76. კოული) - აზარი, პედრეტი (76. გიე), მავუბა - სოვი (86. როდელინი).
ცსკა (4-4-2):გაბულოვი - იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი - ძაგოევი, ცაუნია (66. სეკუ), ტოშიჩი, ალდონინი (80. მამაევი) - დუმბია (90. შემბერასი), ვაგნერ ლავი.
გოლები: 1:0 სოვი (45), 2:0 პედრეტი (57), 2:1 დუმბია (72), 2:2 დუმბია (90)
გაფრთხილება: ბაშა, აზარი, პედრეტი - ნაბაბკინი, ძაგოევი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 21-8 (12-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 15 274

"ინტერი"-"ტრაბზონი" 0:1 [იხილეთ ვიდეო]

ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - ძანეტი, ლუსიო, რანოკია, ჯონათანი - ნაგატომო, სნეიდერი, კამბიასო, ობი (55. ალვარესი) - პაცინი (55. მილიტო), სარატე (77. კოუტინიო).
ტრაბზონი (5-3-2): თოლგა - ჩეხი, გლავაცკი, კაჩარი, ჩელუსტკა, სერკანი - ზოკორა, კოლმენი, ალანზინიო (64. საპარა) - ჰალილ ალთინთოპი (87. აკგუნი), პაულო ენრიკე (74. ვიტეკი).
გოლი: 0:1 ჩელუსტკა (76)
გაფრთხილება: ნაგამოტო, სარატე - კაჩარი, ალანზინიო, ალთინთოპი, ჩეხი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 12-5 (6-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 24 444

C ჯგუფი
"ბაზელი"-"ოცელული" 2:1
ბაზელი (4-4-2): ზომერი - პარკი, დრაგოვიჩი, აბრაამი, შტაინჰოფერი - ჰუგელი, ფ. ფრაი (90. პაკი), კაბრალი, ჩაკა (78. ზუა დაოგარი) - შტრელერი, ა. ფრაი (90. კოვაჩი).
ოცელული (5-4-1): გრაჰოვაცი - რაპა, ანტალი, ილიე (89. ფრუნზა), კოსტინი, სალაგეანუ - პერენდია, ფილიპი (86. ვილიანტი), იბე, გიურგიუ - პენა (70. პარასკივი).
გოლები: 1:0 ფ. ფრაი (39), 1:1 პენა (58), 2:1 ა. ფრაი (84-პენ)
გაფრთხილება: შტრელერი, ჰუგელი - რაპა, ანტალი, გრაჰოვაცი
გაძევება: სალაგეანუ (83), ჰუგელი (87)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 6-11 (4-6); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 30 126

"ბენფიკა"-"მანჩესტერ იუნაიტედი" 1:1

ბენფიკა (4-4-2): არტური - ემერსონი, ლუიზაო, მ. პერეირა, გარაი - გარსია, აიმარი (75. მატიჩი), გაიტანი (90. სეზარი), ვიტსელი - ამორიმი (56. ნოლიტო), კარდოსო.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): ლინდეგაარდი - ფაბიო (78. ჯონსი), ევანსი, სმოლინგი, ევრა - პარკი, კერიკი - გიგზი, ფლეტჩერი (69. ერნანდესი), ვალენსია (69. ნანი) - რუნი.
გოლები: 1:0 კარდოსო (24), 1:1 გიგზი (42)
გაფრთხილება: აიმარი, პერეირა, გაიტანი - რუნი, კერიკი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-5 (7-3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 59 671

D ჯგუფი
"დინამო (ზ)"-"რეალი" 0:1
დინამო (4-5-1): კელავა - იბანიესი, ტომეჩაკი, ტონელი, ვიდა - კალელიო (86. შიტუმი), ლეკო, სამირი, ბადელი, კოვაჩიჩი (62. პოკრივაცი) - რუკავინა (75. ბეჩირაი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - კოენტრაო, ჩაბი ალონსო - რონალდო, იოზილი (77. იგუაინი), დი მარია (77. დიარა) - ბენზემა (81. არბელოა).
გოლი: 0:1 დი მარია (53)
გაფრთხილება: ლეკო, პოკრივაცი - მარსელო, პეპე
გაძევება: მარსელო (73)
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 9-20 (2-12); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 27 055

"აიაქსი"-"ლიონი" 0:0

აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბოილესენი - ერიქსენი, დე იონგი, იანსენი (70. ანიტა) - სულეიმანი (86. ებესილიო), სიგტორსონი (81. ბულიკინი), ბოერიგტერი.
ლიონი (4-4-2): ლორისი - რევეიერი, კონე, ლოვრენი, სისოხო - კალსტრიომი, გრენიე, გონალონსი, ბაშტოში - გომისი (85. ბელფოდილი), ბრი6ანი (90. ფოფანა).
გაფრთხილება: კალსტრიომი, ლოვრენი, გომისი
კუთხური: 10-7; ჯარიმა: 7-8; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-13 (4-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 49 504

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იდიოტი ობოლაძე და რუსთავი 2 ბოლოს და ბოლოს გვაყურებინებს ნორმალურად თამაშებს? თუ თვითონ არ გვაჩვენებენ ნტვ ფუტბოლი რაღას გაათიშინეს აიეტს? დაჟე ინტერნეტშიც ბლოკავენ რო იქაც ვერ ვუყუროთ. იდიოტი დუტას ტიკიმასხარობა ჯობია ჩემპიონთა ლიგას? ფუ ამათი . .. .
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული