რონალდო: არბიტრების მსაჯობით უკმაყოფილო ვარ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმა ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ზაგრების "დინამოსთან" (1:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრის არბიტრების მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის მოგება. მიხარია, რომ შევძელით ასეთ ძნელ შეხვედრაში სამი ქულის მოპოვება, თუმცა მინდა აღვნიშნო, არბიტრების მსაჯობით უკმაყოფილო ვარ. იმედი მაქვს, რომ ეს არბიტრი ჩვენ მატჩებს არასდროს უმსაჯებს.

ყველა საუბრობს "ფეარ ფლეიზე", ფეხბურთელების დაცვაზე, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებას ვერ ვგრძნობ. არბიტრები იძახიან, რომ ნიჭიერ ფეხბურთელებს დაეხმარებიან, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სხვა ფეხბურთელები ხელშეუხებლები არიან, ხოლო ჩემ
წინააღმდეგ ყველაფრის გაკეთება შეიძლება", - განაცხადა რონალდომ.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული