ნოიერი: მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ სტუმრად არც 2:0-ია ურიგო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ესპანურ "ვილიარეალთან" სტუმრად მატჩში მოპოვებული გამარჯვებით კმაყოფილება გამოხატა.

ამ თამაშში ნოიერის თანაგუნდელებმა ორჯერ შეძლეს მასპინძლების დამწუხრება, თავად მეკარემ კი კარის მშრალად შენახვა შეძლო.

"ასეთ სერიოზულ ტურნირებში სწორედ ასე თამაშია საჭირო. "ვილიარეალთან" მატჩის შემდეგ თვითკმაყოფილების გრძნობა დაგვეუფლა. კაცმა რომ თქვას, "ბაიერნს" მეტის გატანაც შეეძლო, თუმცა სტუმრად მატჩში 2:0 არცთუ ურიგო შედეგია", - განაცხადა გერმანიის ნაკრების კარის დარაჯმა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული