ამ თამაშში ნოიერის თანაგუნდელებმა ორჯერ შეძლეს მასპინძლების დამწუხრება, თავად მეკარემ კი კარის მშრალად შენახვა შეძლო.
"ასეთ სერიოზულ ტურნირებში სწორედ ასე თამაშია საჭირო. "ვილიარეალთან" მატჩის შემდეგ თვითკმაყოფილების გრძნობა დაგვეუფლა. კაცმა რომ თქვას, "ბაიერნს" მეტის გატანაც შეეძლო, თუმცა სტუმრად მატჩში 2:0 არცთუ ურიგო შედეგია", - განაცხადა გერმანიის ნაკრების კარის დარაჯმა.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით