პორტუგალიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ნორვეგიელი მსაჯი სვენ ოდვარ მოენი თავის მოვალეობას ვერ გაუმკლავდა.
"ამ თამაშში მარსელო არასამართლიანად გააძევეს, რონალდომ კი ბევრი მტკივნეული დარტყმა მიიღო. მიგვაჩნია, რომ მსაჯობა ძალიან დაბალ დონეზე იდგა.
რონალდოს რეაქცია სრულიად ბუნებრივია, მას ხომ კოჭი ძალიან ტკიოდა. მის გამო ძალიან ვნერვიულობთ. ასეთი ფეხბურთელების დაცვა აუცილებელია", - განაცხადა კარვალიომ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით