მაიკონი ცსკა-სთან სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
"ინტერის" მცველმა მაიკონმა აგვისტოში ფეხის ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა უკვე მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, სადაც "ინტერი" ცსკა-ს შეხვდება, შესაძლოა, მოედანზე მაიკონი ვიხილოთ.

სავარაუდოდ ბრაზილიელი მცველი იტალიის ჩემპიონატში "ბოლონიასთან" და "ნოვარასთან" შეხვედრებში განაცხადში იქნება შეყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა "ინტერსა" და ცსკა-ს შორის 27 სექტემბერს გაიმართება.

მომზადებულია FC Inter News-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული