შესაძლოა იბრაჰიმოვიჩმა "ვიქტორიასთან" ითამაშოს

AutoSharing Option
"მილანის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ტრავმის გამო გუნდის ბოლო შეხვედრები გამოტოვა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ვიქტორიასთან" მატჩში ითამაშოს.

იტალიური კლუბის მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის იმედი აქვს, რომ შვედ ფორვარდს "ვიქტორიასთან" შეხვედრისთვის განაცხადში შეიყვანს.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა 24 აგვისტოს "ჩეზენასთან" მატჩში მიიღო, ხოლო ვარჯიში ფეხბურთელმა გასულ კვირას განაახლა.

იტალიის ჩემპიონატში "მილანისა" და "უდინეზეს" შეხვედრაში იბრაჰიმოვიჩის ადგილი შესაძლოა ფილიპო ინძაგიმ დაიკავოს, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო 10 თვე გაუცდა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული