კრუიფი: "აიაქსს" "რეალთან" ქულების მოპოვების შანსი აქვს

AutoSharing Option
"აიაქსის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ ამსტერდამელებს შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" შეხვედრაში ქულები აიღონ.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" და "აიაქსი" გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდენენ ერთმანეთს, სადაც "სამეფო კლუბმა" საკუთარ მოედანზე მეტოქეს 2:0 სძლია.

"აიაქსს" მძიმე თამაში ელის მადრიდელებთან, თუმცა "რეალი" ამჟამად ბრწყინვალე ფორმაში არ არის. მოურინიოს შეგირდები სეზონის სასტარტო მატჩებში არასტაბილურად თამაშობდნენ, ამიტომ ჩემს საყვარელ გუნდს წარმატების მიღწევის შანსი აქვს. მთავარია ფეხბურთელებმა დაცვაში ყურადღებით ითამაშონ", - განაცხადა კრუიფმა.

მომზადეულია De Telegraaf-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული