იბრაჰიმოვიჩი, ბონერა და ანტონინი "ვიქტორიასთან" ითამაშებენ

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, გუნდის მცველები დანიელე ბონერა და ლუკა ანტონინი გუნდის საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელები მოედანზე ტრავმების გამო ვერ გამოდიოდნენ.

სამივე ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ვიქტორიასთან" შეხვედრაში ითამაშებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება "მილანისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ფორვარდები ალეშანდრო პატო და რობინიო ტრავმირებულები არიან, ხოლო ფილიპო ინძაგი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა.

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული