ტევესი: სათამაშოდ მზად ვიყავი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა ფორვარდმა კარლოს ტევესმა, რომელიც "ბაიერნთან" (0:2) მატჩში მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა, უარყო, რომ თითქოს მოედანზე გამოსვლას არ აპირებდა.

"სათადარიგოთა სკამზე რაღაც არეულობა იყო და არასწორად გამიგეს. ახლა დეტალებზე საუბრის დრო არაა, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ თამაშზე უარი არასდროს მითქვამს.

მინდა "სიტის" გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო მიუნხენში მომხდარი გაუგებრობისთვის. მათ იციან, რომ როდესაც მოედანზე ვარ, კლუბისთვის ყველაფერს ვიღებ. "ბაიერნთან" სათამაშოდ გახურებული ვიყავი. მომავალში მზად ვარ "სიტის" წინაშე ჩემი ვალდებულება შევასრულო", - განაცხადა თავდამსხმელმა.

აღსანიშნავია, რომ "ქალაქელთა" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ
უკვე აღნიშნა, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ "მანჩესტერ სიტიში" ტევესის კარიერა დასასრულს მიუახლოვდა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
Normal 0 false false false BBC
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული