"აიაქსმა" კლუბური ანტირეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
გუშინ სტუმრად მადრიდის "რეალთან" 0:3 დამარცხებით, ამსტერდამის "აიაქსმა" ევროტურნირებზე უგოლო წუთების რაოდენობის მიხედვით კლუბური ანტირეკორდი განაახლა.

ფრანკ დე ბურის გუნდმა ბოლოს ევროპაში შვიდი თვის წინ, 24 თებერვალს გაიტანა "ანდერლეხტის" კარში.

მას შემდეგ "აიაქსმა" მოსკოვის "სპარტაკთან" ორჯერ წააგო - 0:1 და 0:3, "ლიონთან" ფრედ ითამაშა და მადრიდში დამარცხდა. ამ დროისთვის ამსტერდამელების ევროტურნირებზე 433 წუთია გოლის გატანას ვერ ახერხებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული