მანჩინიმ ჯეკოს გაფრთხილება მისცა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ედინ ჯეკოს საქციელზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ბაიერნისა" და "სიტის" შეხვედრაში ბოსნიელი ფეხბურთელი 56 წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც ჯეკომ ბუცები და სპორტული ფორმა მოისროლა და მანჩინის გაბრაზებულმა შეხედა.

"ეს ბოლო შემთხვევაა, როცა ფეხბურთელი მოედანს ასე ტოვებს. მესმის, რომ ჯეკო დამწუხრებული იყო. ის ფიქრობდა, რომ დაუმსახურებლად შეცვალეს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი მე ვარ და ყველაფერს მე ვწყვეტ", - განაცხადა მანჩინიმ.

მომზადებულია Tribalfootball.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული