კაკა: "რეალის" გულშემატკივრების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კაკა ამსტერდამის "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ ამაღლებულ განწყობაზეა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამ მატჩში ძალიან კარგად ითამაშა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. შედეგად მან "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი მაყურებლების ოვაციები დაიმსახურა.

"გულშემატკივრების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. "რეალის" დატოვება არასდროს მდომებია. იგივე შემიძლია ვთქვა გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს და კლუბის ხელმძღვანელობის შესახებ", - განაცხადა კაკამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული