ბეკენბაუერი: "ბაიერნი" "ბარსელონა" არაა, "მანჩესტერ სიტი" კი - "რეალი"

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ ბოლო დროინდელი წარმატებების შემდეგ გუნდი და მისი გულშემატკივრები ეიფორიაში არ უნდა ჩავარდნენ.

ბოლო დღეებში გერმანული გრანდის ზოგიერთმა მოთამაშემ და გულშემატკივარმა გუნდი "ბარსელონას" შეადარა, მაგრამ კაიზერ ფრანცი მსგავს შედარებებს უადგილოდ მიიჩნევს.

"ვფიქრობ, რომ იმის მტკიცება, თითქოს "ბაიერნი" "ბარსელონას" გაუთანაბრდა, უადგილოა. არ უნდა დაგვვაიწყდეს, რამდენი ტიტული მოიპოვა "ბარსამ" ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ კი ამ დროს სულაც არ ვბრწყინავდით.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერ სიტისთან" მოგებას, ამ მიღწევისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებაც არ ღირს. არც "მანჩესტერ
სიტია" მადრიდის "რეალი" ან "მანჩესტერ იუნაიტედი", - განაცხადა ბეკენბაუერმა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული