სწორედ ამის გამო "ოლდ ტრეფორდის" სენსაციის მთავარი შემოქმედი ჩვენი სტატიის მთავარი გმირია - მხოლოდ მან გაიტანა ორ ტურში სამი გოლი. ფრაიმ სულ 7-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარისკენ და აქედან სამჯერ შედეგიანად.
მოდი, გავეცნოთ
შემდეგიან მოდიან კაკა (რეალი, 8,8) და დიეგო ალვეში (ვალენსია, 8,4). ფანების რჩეული კი ლეო მესია (ბარსელონა), მან 8,9 ბალი მიიღო. შემდეგ მოდიან დენი უილბეკი (მანჩესტერი, 8,5) და მარიო გომესი (ბაიერნი, 8,2). ვიტყვით, რომ "რეალის" გერმანელი 10-იანი მესუთ იოზილი ერთადერთია, რომელიც ორივე სიმბოლურში მოხვდა.
აი, მე-2 ტურის სიმბოლური ნაკრებებიც:
ექსპერტთა ვერსია: დიეგო ალვეში (ვალენსია, 8,8) - დანიელ ალვეში (ბარსელონა, 7,4), პაულო ჟორჟე (აპოელ, 7,4), ბაკარი კონე (ლიონი, 7,0) - რომან შიროკოვი (ზენიტი, 9), მესუთ იოზილი (რეალი, 8,3), ნიკოლას გაიტანი (ბენფიკა, 8,0), ლარს ბენდერი (ლევერკუზენი, 8,0) - კაკა (რეალი, 8,8), ლიონელ მესი (ბარსელონა, 8,4), მარიო გომესი (ბაიერნი, 8,0).
ფანების ვერსია: მანუელ ნოიერი (ბაიერნი, 7,3) - ლუსიო (ინტერი, 7), ფილიპ ლამი (ბაიერნი, 7), მარსელო (რეალი, 6,9) - ფრანკ რიბერი (ბაიერნი, 7,7), ჩავი ერნანდესი (ბარსელონა, 7,5), რაიან გიგზი (მან. იუნ, 7,3), მესუთ იოზილი (რეალი, 7,2) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 8,9), დენი უილბეკი (მან. იუნ, 8,5), მარიო გომესი (ბაიერნი, 8,2).
იცით თუ არა, რომ...
მატჩი, რომ 15 წუთიან მონაკვეთებად დავყოთ, ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე 61-75 წუთების პერიოდზე მოდის - 17, 16 გოლი გავიდა 16-30 ინტერვალში. ყველაზე ცოტა გოლი გავიდა საწყის 15 წუთში - 7. მსაჯის მიერ წამატებულ დროში 3-3 გოლი გავიდა (I და II ტაიმებში).
ამსტერდამში "აიაქსი"-"ლიონის" თამაში მარტო იმიტომ კი არ იყო უინტერესო თამაში, რომ გოლი გასულა, არამედ იმიტომაც, რომ ფაქტობრივად მცდელობაც არ ყოფილა - მეტოქეებმა ჯამში კარში ზუსტად 5-ჯერ დაარტყეს. სხვათა შორის, 5-ზე მეტი დარტყმა არ ყოფილა არც "ტრაბზონი"-"ლილის" დაპირისპირებაში, მაგრამ იქ ორი გოლი გავიდა - 1:1.
ზაგრებში, "დინამოსა" და "რეალის" მატჩში 13-ჯერ დაარტყეს ორივე კარში ზუსტად, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა ("რეალმა" 1:0 მოიგო). ეს მეკარეების საიმედოობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ლიგაში. 13-დან 11-ჯერ მასპინძელთა მეკარე ივან კელავას დაურტყეს (10-ჯერ აიღო).
რა თქმა უნდა, ყველა თამაშში მოაწოდეს კუთხური, მაგრამ "ოლიმპიაკოსი"-"მარსელის" თამაშში ის ძალიან ცოტა იყო - 5.
ზემოთ ნახსენები მატჩი კიდევ ერთი გარემოებით გამოირჩა - დაინიშნა ყველაზე მეტი, 42 ჯარიმა. წარმოიდგინეთ, ყოველ 2 წუთში და 10 წამში მსაჯი იძულებული იყო ჩაესტვინა. მან 5 ყვითელი ბარათი და ერთი წითელიც უჩვენა მოთამაშეებს.
ამის საპირისპიროდ, ცსკა-"ინტერი" ყოველ მხრივ თვალსასეირო მატჩი გამოდგა - 5 გოლი გავიდა და მეტოქეებიც ჯამში სულ 16-ჯერ დაჯარიმდნენ.
ყველაზე უხვგოლიანი ჰ ჯგუფია (13), ნაკლები გოლი გავიდა დ-ში და ე-ში (6-6). ჯ ჯგუფზე ლეგენდების შეთხვზაც შეიძლება - აქ ყველაზე მეტი გაფრთხილება (21) და გაძევებაა (4). თუმცა ამ ჯგუფში არ დაჯარიმებულან (114) ყველაზე მეტჯერ, ა ჯგუფში 133 ფოლი დაფიქსირდა.
ბუნებრივია, ბურთს ყველაზე მეტად "ბარსელონა" აკონტროლებს (69%), კატალონიელებს ამ ორ ტურში 53 წუთის განმავლობაში ჰქონდათ ბურთი. ამიტომაც გაიტანეს ყველაზე მეტი, 7 გოლი ალბათ. საბრალო "გენკი", ბელგიური გუნდი ორ ტურში ჯამში 22 წუთს ფლობდა ბურთს.
"ბაიერნს", "ლიონს", "მარსელსა" და "რეალს" ჯერ არ გაუშვიათ გოლი, "აიაქსს", ზაგრების "დინამოს", "გენკს" და "ვილიარეალს" ჯერ არ გაუტანიათ.
"ტრაბზონსპორმა" მეტოქეთა კარში სულ 3-ჯერ დაარტყა ზუსტად და 2 გოლი გაიტანა! მაშინ, როცა "ჩელსიმ" 19-ჯერ დაარტყა ზუსტად მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.
ჯერ არც ერთი აიაქსელი არ გაუფრთხილებიათ.
ყველაზე "სუფთად" მოთამაშე გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" 12-ჯერ დაჯარიმდა (მატჩში სულ 6-ჯერ), მაშინ, როცა ყველაზე უხეში "ლევერკუზენი" - 39-ჯერ.
ყველაზე მეტად "ვილიარეალის" ფეხბურთელებს ურტყამენ ფეხში - 41-ჯერ. არადა, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღEმდეგ სულ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
მაურო სარატე (ნაპოლი) ყოველ 19,6 წუთში ერთხელ ურტყამს კარში ზუსტად. ნილს პეტერსენი (ბაიერნი) კი უფრო ხშირად - 15 წუთში ერთხელ, თუმცა ის სულ ერთი ტაიმი ათამაშეს ლიგაზე.
ზენიტელი ალექსანდრ კერჟაკოვი აცილების დიდოსტატია - ყოველ 16,3 წუთში ერთხლ არტყამს არაზუსტად. არანაკლებ "ყოჩაღობს" პორტუელი ჰალკი - 18,6 წუთში ერთხელ აცილებს.
მხოლოდ კერჟაკოვი 7-ჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.
აბედი პელეს უმცროსმა ვაჟმა, 20 წლის ჯორდან აეუმ (მარსელი) 41 წუთში სამი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო, ბოლო კი წითლად ექცა.
გაუგებარია, მაგრამ ფაქტია - ლიგის ყველაზე უხეში ფეხბურთელი ჯერჯერობით ამპლუით ფორვარდი შტეფან კისლინგია (ლევერკუზენი) - 11 ჯარიმა. ისე ჯარიმების ინტენსივობით იგივე ჯორდან აეუს (მარსელი) - 6,8 წუთში ერთი ჯარიმა და მსოფლიოს ჩემპიონ კარლოს მარჩენას (ვილიარეალი) ვერავინ შეედრება - ვეტერანი ყოველ 12,8 წუთში ჯარიმდება.
ინდივიდუალური სტატისტიკა
გოლები
გოლი ფეხბ. გუნდი წუთი
3 ალექსანდერ ფრაი ბაზელი 179
2 ანდრე აეუ მარსელი 89
2 დენი უილბეკი მან. იუნ. 90
2 მარიო გომესი ბაიერნი 136
2 ედინსონ კავანი ნაპოლი 155
2 პედრო როდრიგესი ბარსელონა 159
2 რომან შიროკოვი ზენიტი 165
2 ფაბიან ფრაი ბაზელი 167
2 დავიდ ვილია ბარსელონა 174
2 მუსა სოვი ლილი 176
2 სეიდუ დუმბია ცსკა 180
2 ლიონელ მესი ბარსელონა 180
საგოლე პასები
2 რაიან გიგზი მან. იუნ. 151
2 ფერნანდო ტორესი ჩელსი 162
2 ნიკოლას გაიტანი ბენფიკა 167
კარში დარტყმა (ზუსტი)
6 მაურო სარატე ინტერი 118
6 დავიდ ვილია ბარსელონა 174
6 კრიშტიანო რონალდო რეალი 180
6 ლიონელ მესი ბარსელონა 180
5 ოსკარ კარდოსო ბენფიკა 180
4 ანტონიო კასანო მილანი 152
4 პედრო როდრიგესი ბარსელონა 159
4 რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 162
4 ფერნანდო ტორესი ჩელსი 162
4 ბენუა პედრეტი ლილი 167
4 ვილიანი შახტარი 171
4 ალექსანდერ ფრაი ბაზელი 179
4 ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 180
კარში დარტყმა (არაზუსტი)
11 ალექსანდრ კერჟაკოვი ზენიტი 180
10 ლიონელ მესი ბარსელონა 180
9 ჰალკი პორტუ 168
5 ბაფეტიმბი გომისი ლიონი 148
5 ქარიმ ბენზემა რეალი 157
5 მიშელ ბაშტოში ლიონი 180
5 შტეფან კისლინგი ლევერკ. 180
თამაშგარე
7 ალექსანდრ კერჟაკოვი ზენიტი 180
6 ბაფეტიმბი გომისი ლიონი 148
5 დიეგო მილიტო ინტერი 125
5 მარიო გომესი ბაიერნი 136
4 ესეკილ ლავეცი ნაპოლი 146
4 კოლბეინ სიგტორსონი აიაქსი 171
4 მარკო შტრელერი ბაზელი 171
ჯარიმა
11 შტეფან კისლინგი ლევერკ. 180
8 ბენუა პედრეტი ლილი 167
8 მარკო შტრელერი ბაზელი 171
8 ლივიუ ანტალი ოცელული 180
8 დიდიე ზოკორა ტრაბზონი 180
ჯარიმა (მასზე)
13 ფრანკ რიბერი ბაიერნი 180
10 ლიონელ მესი ბარსელონა 180
9 ედენ აზარი ლილი 180
8 კევინ მირალიაში ოლიმპიაკ. 165
8 ნიკოლას გაიტანი ბენფიკა 167
გაფრთხილება
3 ჯორდან აეუ მარსელი 41
2 მარსელო რეალი 73
2 ბრუნო ალვეში ზენიტი 76
2 დმიტრო ჩიგრინსკი შახტარი 80
2 ბენიამინ ჰუგელი ბაზელი 87
გაძევება
1 როდ ფანი მარსელი 8
1 იაროსლავ რაკიცკი შატხარი 40
1 ჯორდან აეუ მარსელი 41
1 მარსელო რეალი 73
1 ბრუნო ალვეში ზენიტი 76
1 დმიტრო ჩიგრინსკი შახტარი 80
1 ადრიან სალაგეანუ ოცელული 82
1 ბენიამინ ჰუგელი ბაზელი 87
1 ხორხე ფუსილე პორტუ 135
გუნდური სტატისტიკა
გოლები
გოლი გუნდი საშუალოდ
7 ბარსელონა 3,5
5 ბაზელი 2,5
4 ბაიერნი 2
4 ცსკა 2
4 მან. იუნ. 2
4 მარსელი 2
4 მილანი 2
4 რეალი 2
4 ზენიტი 2
კარში დარტყმა (ზუსტი)
19 ბარსელონა 9,5
19 ჩელსი 9,5
19 რეალი 9,5
17 ინტერი 8,5
16 ბაიერნი 8
14 ბენფიკა 7
14 ლილი 7
კარისკენ დარტყმა (არაზუსტი)
22 ზენიტი 11
21 პორტუ 10,5
21 ვალენსია 10,5
20 ბარსელონა 10
20 ლიონი 10
18 შახტარი 9
კუთხურები
22 ბარსელონა 11
17 ბენფიკა 8,5
17 დორტმუნდი 8,5
16 აიაქსი 8
16 შახტარი 8
ბურთის ფლობა %
69 ბარსელონა
64 ვალენსია
61 პორტუ
59 ჩელსი
56 ბაზელი
56 მან. იუნ.
ჯარიმა
39 ლევერკუზენი 19,5
37 ოცელული 18,5
36 გენკი 18
36 ოლიმპიაკოსი 18
36 ვილიარეალი 18
35 ბაიერნი 17,5
ჯარიმა (მათზე)
41 ვილიარეალი 20,5
36 ლილი 18
35 ბაიერნი 17,5
32 ტრაბზონი 16
30 ნაპოლი 15
27 ოცელული 13,5
გაფრთხილება
6 ლილი 3
6 ნაპოლი 3
6 ტრაბზონი 3
5 ბაზელი 2,5
5 მან. სიტი 2,5
5 ოცელული 2,5
გაძევება
2 მარსელი 1
2 შახტარი 1
ყველაზე მეტი გოლი მატჩში: 6 - მან. იუნაიტედი-ბაზელი (3:3)
ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა კარში: 16 - ვალენსია-ჩელსი (1:1)
ყველაზე მეტი აცილება: 22 - მან. სიტი-ნაპოლი (1:1)
ყველაზე მეტი კუთხური: 17 - სიტი-ნაპოლი (1:1), დინამო-რეალი (0:1), აიაქსი-ლიონი (0:0)
ყველაზე მეტი თამაშგარე: 11 - ნაპოლი-ვილიარეალი (2:0)
ყველაზე მეტი ჯარიმა: 42 - ოლიმპიაკოსი-მარსელი (0:1)
ყველაზე მეტი გაფრთხილება: 7 - აპოელ-ზენიტი (2:1)
ყველაზე მეტი გაძევება: 2 - პორტუ-შახტარი (2:1), ბაზელი-ოცელული (2:1)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"