ჟოზე მოურინიო: ყველამ იცის, რა გუნდია "ლიონი"

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ლიონთან" ხვალინდელი მატჩის წინ მეტოქეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელები ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობენ.

"ხვალ "ლიონთან" შეხვედრა გველის, რომელსაც ყველა იცნობს, როგორც შესანიშნავ კლუბს. ამ გრანდში შემადგენლობა და მწვრთნელები იცვლებიან, მაგრამ არსი და ხასიათი არ იცვლება. ამასთან, ვინც წასულის ნაცვლად მოდის, როგორც წესი, მასზე უარესი არაა, ხშირად კი პროფესიონალური თვალსაზრისით, სჯობია კიდეც.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, იგუაინი და ბენზემა მწყობრში არიან და სათამაშოდ ემზადებიან. გასაკვირი არაა, რომ ამ დაპირისპირებაში ყველას სასტარტო შემადგენლობაში თამაში სურს", -
თქვა მოურინიომ.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული