კლოპი: "ბორუსია" ყველაფრისთვის მზადაა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. თუმცა აღნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონს ბებერი კონტინენტის მთავარ საკლუბო ტურნირში მონაწილეობითაც შეუძლია დატკბეს.

"არანაირი გარანტია არ არსებობს, მაგრამ პლეი ოფში გასვლის შანსი გვაქვს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში უბრალოდ ფეხბურთისგან სიამოვნებას მივიღებთ, საპრიზო თანხებს ავკრებთ და ბუნდესლიგაზე გადავერთვებით. ასე რომ, ყველა კარი ღიაა და ყველაფრისთვის მზად ვართ", - განაცხადა კლოპმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ "ბორუსიას" აქტივში მხოლოდ
ერთი ქულა და ერთი გატანილი გოლია.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული