"სან სიროს" მკვიდრებმა სეზონი მძიმედ დაიწყეს. მათ ექვსი მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგეს და მე-13-ე ადგილზე იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, რობინიო, რომელმაც გასულ სეზონში მილანელთა გაჩემპიონებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, მიიჩნევს, რომ მისი გუნდის სკუდეტოსთვის ბრძოლის კამპანიიდან ჩამოწერა ნაადრევია.
"იტალიაში ბევრი ძნელად დასამარცხებელი გუნდია. მაგრამ, მათდამი პატივისცემის მიუხედავად, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც გასულ სეზონში, კიდევ ერთი ტიტულის მოპოვება შეგვეძლება.
ნათელია, რომ ძლიერები ვართ. ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია, წინ კიდევ
ბრაზილიელი კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ მის გუნდს სკუდეტოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია.
"მილანის" თამაშისას მთავარი გოლი არაა. გუნდის დონეს რომ ვუყურებ, ვფიქრობ სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ვიცი, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფრის მოგება გვსურს".
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით