მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი და ფორვარდი თომას მიულერი ფიქრობენ, რომ მათი გუნდი "ნაპოლის" იოლად დაამარცხებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა ნეაპოლში დღეს საღამოს გაიმართება.
"ვფიქრობ, ამ დაპირისპირებაში "ბაიერნი" გაიმარჯვებს", - განაცხადა მიულერმა.
რაც შეეხება შვაინშტაიგერს, მან თქვა: "ნაპოლი" ვერ მოგვიგებს, თუ ჩვენ თვითონ არ წავაგეთ".
მომზადებულია Bild-ის მიხედვით