მოურინიო: ახლა უკვე შემტევი ხაზის 6 ფეხბურთელი გვყავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაში "ლიონთან" შეხვედრამდე განაცხადა, რომ კმაყოფილია თავისი გუნდის შემტევი ხაზით.

"დიახ, ახლა უკვე შემტევი ხაზის 6 ფეხბურთელი გვყავს. რამდენიმე კვირის წინ კი ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანას ვერ ვახერხებდით. როცა იგუაინის საქმეები ცუდად მიდიოდა, ყველა გვეკითხებოდა, რატომ არ ვიყიდეთ ზაფხულში აგუერო", - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ იგუაინმა ზედიზედ ორ შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა.

"რეალი"-"ლიონის" მატჩი თბილისის დროით დღეს 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული