როსიცკი: ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილია

AutoSharing Option
"არსენალის" ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ ჩემპიონთა ლიგაში გასამართ შეხვედრამდე განაცხადა, რომ მისი გუნდი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას გეგმავს.

მისი თქმით "მეთოფეები" არ აპირებენ გასული სეზონის შეცდომები გაიმეორონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "არსენალმა" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში "ბარსელონას" შეხვდა.

"ჩვენი მიზანია ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. ძალიან კარგად გვახსოვს რა მოხდა წინა წელს და არ ვაპირებთ იგივე შეცდომები გავიმეოროთ. "მარსელი" პირდაპირი კონკურენტია და მატჩი ძალიან რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით სამი ქულა მოვიპოვოთ", - განაცხადა როსიცკიმ.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული