"სამეფო კლუბი" უდანაკარგოა, ნოიერს კი ისევ თავისიანმა გაუტანა [+VIDEO]

AutoSharing Option
ერთადერთი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოა, ჟოზე მოურინიოს "რეალია", რომელიც 9 ქულით და ბურთების შესაშური შეფარდებით - 8:0 ლიდერობს თავის ჯგუფს.

"ლიონის" "სამეფო კლუბის" დამახასიათებელი სინდრომისგან ნატამალიც აღარ დარჩა - წუხელ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანურმა გრანდმა გადაურბინა ფრანგულს - 4:0. სხვათა შორის, ანგარიში ფრანგთა კარში სწორედ ფრანგმა გახსნა, თანაც ყოფილმა ლიონელმა - ქარიმ ბენზემამ, რომელიც შემდეგ საგოლე პასით შეეწია სამი ხედირას.

"რეალის" სხვა გოლები მესუთ იოზილისა და სერხიო რამოსის ანგარიშზეა. მიუხედავად ამისა, მადრიდელებს ჯერ განაღდებული არა
აქვთ პლეი ოფის საგზური, თუმცა, ისინი ამას რომ შეძლებენ, ეჭვი არავის ეპარება.

წლევანდელ გათამაშებაში პირველად მოიგო შარშანდელმა ფინალისტმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" - უეფასგან შერისხულმა (3-მატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია) უეინ რუნიმ "სტუმრად "ოცელულს" დუბლი შეუსრულა, ორივე პენალტით - 2:0. "მანჩესტერი" ჯგუფში მეორეა 5 ქულით და 2 ქულით ჩამორჩება ლისაბონის "ბენფიკას".

"ინტერმა", რომელსაც საშინაო პირველობაზე კრიზისი აქვს, მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა საფრანგეთში "ლილთან", ხოლო "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერს, როგორც იქნა, გაუტანეს, ოღონდ ბურთი ისევ თავისიანმა, ჰოლგერ ბადშტუბერმა გაუტანა, "ნაპოლი" კი გერმანულ გრანდს დაუზავდა - 1:1.

A ჯგუფი
ნაპოლი-ბაიერნი 1:1 [იხილეთ ვიდეო]
ნაპოლი (3-4-3): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, ინლერი (89. სანტანა), გარგანო, სუნიგა - ჰამშიკი (90. მასკარა), კავანი (80. ძემაილი), ლავეცი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი (90. ალაბა) - გომესი (90. ლუიზ გუსტავო).
გოლები: 0:1 კროოსი (2), 1:1 ბადშტუბერი (39 ს.კ.)
გაფრთხილება: კანავარო, მაჯო, სუნიგა, ლავეცი - ბადშტუბერი, შვაინშტაიგერი, რიბერი, მიულერი, კროოსი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 13-24; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 3-10 (1-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 60 240
არბიტრი: ო. ბენკერენშა (პორტ)

მანჩესტერ სიტი-ვილიარეალი 2:1
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი - დე იონგი (62. აგუერო), იაია ტურე - ნასრი (80. მილნერი), სილვა, ჯონსონი (40. ბერი) - ჯეკო.
ვილიარეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - საპატა, მარჩენა, გონსალო, კატალა - ბრუნო, ბ. ვალერო - დე გუზმანი (88. გულონი), პერესი (80. ვაკასო), კანი (82. გასპარი) - როსი.
გოლები: 0:1 კანი (4), 1:1 მარჩენა (43 ს.კ.), 2:1 აგუერო (90)
გაფრთხილება: კატალა, როსი, გასპარი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 9-1; კარში დარტყმა: 14-12 (7-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 43 300
არბიტრი: პ. კრალოვეცი (ჩეხეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 3 2 1 0 5-1 7
2. ნაპოლი 3 1 2 0 4-2 5
3. მანჩესტერ სიტი 3 1 1 1 3-4 3
4. ვილიარეალი 3 0 0 3 1-6 0

B ჯგუფი
ცსკა-ტრაბზონი 3:0
ცსკა (4-4-2): გაბულოვი - ფედეტოვი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი - ძაგოევი, მამაევი (69. შემბერასი), ალდონინი, ტოშიჩი (62. ცაუნია) - დუმბია (88. რაჰიმიჩი), ვაგნერ ლავი.
ტრაბზონი (4-2-3-1): ზენგინი - ჩელუსტკა, კაჩარი, გლოვაცკი, ჩეხი (75. საპარა) -ბალჩი, კოლმენი, ზოკორა, ალანზინიო (46. ბროძეკი) - მიერჟიევსკი - ჰალილ ალთინთოფი (90. აკგიუნი).
გოლები: 1:0 დუმბია (29), 2:0 ცაუნია (76), 3:0 დუმბია (86)
გაფრთხილება: მამაევი - გლოვაცკი, ზოკორა, კოლმენი
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 0-10; კარში დარტყმა: 11-10 (4-1); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 18 000
არბიტრი: მ. კლატენბურგი (ინგლისი)

ლილი-ინტერი 0:1
ლილი (4-3-3): ენიეამა - დებუში, ჩეჯუ, ბასა, ბერია - ბალმონი (81. გიე), მავუბა, პედრეტი (63. პიე) - კოული (74. ობრანიაკი), სოვი, აზარი.
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო - მოტა, კამბიასო, ძანეტი - სნეიდერი (67. სტანკოვიჩი) - პაცინი (81. მილიტო), სარატე (63. ობი).
გოლი: 0:1 პაცინი (21)
გაფრთხილება: ჩეჯუ, პედრეტი - კივუ, მოტა
კუთხური: 12-3; ჯარიმა: 22-21; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 9-4 (5-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 17 000
არბიტრი: ჰ. ვები (ინგლისი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 3 2 0 1 4-3 6
2. ცსკა 3 1 1 1 7-5 4
3. ტრაბზონი 3 1 1 1 2-4 4
4. ლილი 3 0 2 1 3-4 2

C ჯგუფი
ოცელული-მანჩესტერი 0:2
ოცელული (4-3-3): გრაჰოვაცი - რაპა, პერენდიია, კოსტინი, სალაგეანუ - ნეაგუ (72. პენა), ფილიპი, გიურგიუ - ანტალი, პუნოშევაცი (87. ვილიანტი), ფრუნზა (83. ილიე).
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგაარდი - ფაბიო (76. ჯონსი), სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია (71. ევანსი), ქერიკი, ანდერსონი, ნანი - რუნი, ერნანდესი.
გოლები: 0:1 რუნი (64-პენ), 0:2 რუნი (90-პენ)
გაფრთხილება: რაპა, პერენდია, ნეაგუ, კოსტინი, გიურგიუ - ქერიკი
გაძევება: ვიდიჩი (67), პერენდია (89)
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-10 (2-7); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 28 040
არბიტრი: ფ. ბრიხი (გერმანია)

ბაზელი-ბენფიკა 0:2
ბაზელი (4-4-2): ზომერი - შტაინჰიოფერი, აბრაჰამი, დრაგოვიჩი, პარკი - ფ. ფრაი (66. ზუა დაუგარი), ჰუგელი (85. ჩიპერფილდი), ჩაკა (80. კაბრალი), შაქირი - ა. ფრაი, შტრელერი.
ბენფიკა (4-3-3): არტური - მაქსი პერეირა (78. ვიტორი), ლუიზაო, გარაი, ემერსონი - ხავი გარსია, გაიტანი, სეზარი - ვიტსელი, აიმარი (67. ნოლიტო), როდრიგო (71. კარდოსო).
გოლები: 0:1 სეზარი (20), 0:2 კარდოსო (75)
გაფრთხილება: შტრელერი, ჰუგელი, შაქირი, ა. ფრაი - ემერსონი, არტური
გაძევება: ემერსონი (86)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 14-7 (9-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 35 800
არბიტრი: ვ. კაშაი (უნგრეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბენფიკა 3 2 1 0 4-1 7
2. მანჩესტერ იუნაიტედი 3 1 2 0 6-4 5
3. ბაზელი 3 1 1 1 5-6 4
4. ოცელული 3 0 0 3 1-5 0

D ჯგუფი
რეალი-ლიონი 4:0 [იხილეთ ვიდეო]
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო - ხედირა (62. კოენტრაო), ჩაბი ალონსო - რონალდო, იოზილი (66. კაკა), დი მარია - ბენზემა (72. იგუაინი).
ლიონი (4-2-3-1): ლორისი - რევეიერი, კრისი, კონე, სისოხო - კალსტრიომი, ფოფანა - ბრიანი, გურკუფი (66. ედერსონი), ბაშტოში - გომისი (80. დაბო).
გოლები: 1:0 ბენზემა (19), 2:0 ხედირა (48), 3:0 იოზილი (55), 4:0 რამოსი (81)
გაფრთხილება: ჩაბ ალონსო, რონალდო - კონე, ბრიანი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 17-4 (8-1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 70 000
არბიტრი: ჩ. ჩაქირი (თურქეთი)

დინამო (ზ)-აიაქსი 0:2
დინამო ზ. (4-2-3-1): კელავა - ვიდა, შიმუნიჩი, ტონელი, იბანიესი - კალელო (80. ტომაჩეკი), ლეკო - ბადელი (46. კოვაჩიჩი), სამირი, რუკავინა - ბექირაი.
აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ანიტა - ენო, ერიკსენი (90. ლოდეირო), იანსენი - სულეიმანი, ს. დე იონგი, ბოერიგტერი (70. ბულიკინი).
გოლები: 0:1 ბოერიგტერი (49), 0:2 ერიკსენი (90)
გაფრთხილება: ვიდა, კალელო, სამირი, შიმუნიჩი, ტომაჩეკი - ბოერიგტერი
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 2-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-18 (7-11); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 25 700
არბიტრი: მ. გრეფე (გერმანია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 3 3 0 0 8-0 9
2. ლიონი 3 1 1 1 2-4 4
3. აიაქსი 3 1 1 1 2-3 4
4. დინამო (ზ) 3 0 0 3 0-5 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული