გომესი: თანაგუნდელებს ბოდიში უნდა მოვუხადო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი მარიო გომესი დამწუხრებულია, რომ "ნაპოლისთან" შეხვედრაში პენალტი ვერ გაიტანა.

"თანაგუნდელებს ბოდიში უნდა მოვუხადო, პენალტი რომ ვერ გავიტანე. თავიდან ძლიერად და ცენტრში მინდოდა დარტყმა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე და ბურთი მარჯვენა კუთხეში დაბალი ტრაექტორიით გავგზავნე. ალბათ თავიდან როგორც ვფიქრობდი, ისე უნდა გამეკეთებინა.

ფრეს მიუხედავად, კარგი შანსი გვაქვს პლეი ოფში გასასვლელად. მოგება შეგვეძლო, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე ვეღარაფერს შევცვლით", - განაცხადა გომესმა.

მომზადებულია fcbayern.telekom.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული