ალეგრი: ის თამაში ვნახე, რასაც "მილანისგან" ვითხოვდი

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი "ბატესთან"  2:0 მოგებული თამაშით კმაყოფილი დარჩა.

"ამ მატჩმა დაამტკიცა, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ფორმა აღიდგინეს. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთ ვითამაშებთ.

პირველ ტაიმში გვინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად გაგვეტანა და ამის გამო რამდენიმე შეცდომა დავუშვით. გუნდმა შეხვედრის დასასრული კარგად ჩაატარა, ბევრი მომენტი შექმნა. მართალია, მეტოქეს ორიოდე მწვავე შეტევის განხორციელების საშუალება მივეცით, მაგრამ ასეც ხდება, როდესაც იოლ გამარჯვებას ელოდები.

კმაყოფილი ვარ - მატჩი მოვიგეთ და კარგი თამაში ვაჩვენეთ. ეს ისაა, რასაც ჩემი გუნდისგან ვითხოვდი. "ბარსელონასთან" მეხუთე ტურის მატჩამდე
საჭიროა კატალონიელებთან ქულათა თანაბარი რაოდენობა გვქონდეს. ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლა უნდა შეგვეძლოს", - განაცხადა ალეგრიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული