ინიესტა: საპასუხო შეხვედრა ჩეხეთში ძალიან რთული იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ჩემპიონთა ლიგაში "ვიქტორიასთან" (2:0) მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ტრავმა აღარ აწუხებს.

"რასინგთან" მატჩში რამე პრობლემა არ მქონია, გუშინ კი თავს უკეთესად ვგრძნობდი. როცა ტრავმის შემდეგ მოედანზე გამოდიხარ, ყოველი მომდევნო მატჩში უფრო კარგად უნდა ითამაშო და ზოგჯერ მეტოქის ნახევარზე დაცვის ხაზის გარღვევაც უნდა შეძლო.

საპასუხო შეხვედრა ჩეხეთში ძალიან რთული იქნება. "ვიქტორია" ფიზიკურად ძლიერი გუნდია და შეტევაში თამაში უყვარს", - განაცხადა ინიესტამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული