ჩეხი: როდესაც 5:0 იგებ, მოდუნება შეიძლება, მაგრამ თავს ამის უფლება მაინც არ მივეცით

AutoSharing Option
"ჩელსის" მეკარემ პიტერ ჩეხმა ბელგიის "გენკთან" მატჩის (5:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მსგავსი მატჩი ჩავატარეთ. ამჯერად კონცენტრაცია ბოლომდე შევინარჩუნეთ და კარი მშრალად შევინახეთ, რაც ძალიან კარგია.

როდესაც 5:0 იგებ, მოდუნება შეიძლება, მაგრამ თავს ამის უფლება მაინც არ მივეცით. "გენკმა" რამდენიმე დარტყმა შეასრულა, თუმცა ყველა მათგანი შორეული იყო და დიდად სახიფათო არცერთი ყოფილა", - თქვა გოლკიპერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული