გვარდიოლა: დავიდ ვილიას გოლმა მატჩს წერტილი დაუსვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაში "ვიქტორიასთან" (2:0) მოგების შემდეგ მატჩზე ისაუბრა.

"დღეს გუნდმა თავისი ჩვეული მანერით ითამაშა. "ბარსელონამ" შეხვედრა, მესის გოლების გარეშეც მოიგო. ვიცოდით, რომ გუნდისთვის, რომელიც მუდმივად თავს იცავს, რთული იქნებოდა გოლის გატანა. ბევრი მომენტი გვქონდა.

საერთო ჯამში კარგი მატჩი ჩავატარეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს იმის გამო, რომ ამ შეხვედრას სერიოზულად მოეკიდნენ.

იმ მოსაზრებას თითქოს ცუდად ვითამაშეთ, რადგან მხოლოდ ორი გოლი გავიტანეთ, არ ვეთანხმები. "ბარსელონა" მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა. დავიდ ვილიას გოლმა მატჩს წერტილი დაუსვა", - განაცხადა
გვარდიოლამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული