გვარდიოლა: "ვიქტორია" ძლიერი და სწრაფი გუნდია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში "ვიქტორიასთან" შეხვედრაში ტურნირის პლეი ოფში გასასვლელად ემზადება.

"გამარჯვება ლიგის მერვედფინალში გაგვიყვანს და თებერვლამდე სანერვიულო არაფერი გვექნება. მითუმეტეს, "მილანთან" სტუმრად შეხვედრაშიც ბევრი საფიქრალი არ დაგვიგროვდება. აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდება შესაძლებლობა გუნდის რეზერვს მივცეთ თამაშის საშუალება და კონცენტრაცია ესპანეთის ჩემპიონატსა და თასზე გავაკეთოთ.

"ვიქტორია" ძლიერი და სწრაფი გუნდია. წინა შეხვედრაში ისინი დაცვაში კარგად მოქმედებდნენ. რა თქმა უნდა, როცა უკვე ერთხელ შეხვდით მეტოქეს, მეორედ მასთან თამაში უფრო ადვილია. ჩვენთვის მთავარია მეტოქის დაცვიდან
გამომდინარე, თავდასხმა შესაფერისად დავალაგოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული