ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა "ვიქტორიასა" და "ბარსელონას" შორის კატალონიელთა მთავარი მწვრთნელისთვის ხოსეპ გვარდიოლასთვის კარიერაში რიგით მეორასე იქნება. ამ ხნის განმავლობაში "ბარსა" მხოლოდ 17 მატჩში დამარცხდა.
გარდა ამისა, არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ შესაძლოა თავის საფეხბურთო კარიერაში "ვიქტორიასთან" შეხვედრაში მე-200 გოლი გაიტანოს.
ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მესის 39 გოლი აქვს გატანილი.