კლოპი: "ბორუსიას" გაუმართლა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაში პირველი გამარჯვება მისმა გუნდმა ძლიერ მეტოქესთან მოიპოვა.

გერმანიის ჩემპიონის მეტოქე ბერძნული "ოლიმპიაკოსი" იყო.

"ამ შეხვედრაში ციდან ვარსკვლავები არ მოგვიწყეტია. წინა პრესკონფერენციებზე სანახაობრივ ფეხბურთზე ვსაუბრობდი, თუმცა ამასთან, თავს უხერხულად ვგრძნობდი.

ჩვენმა გუნდმა ეს გამარჯვება სტადიონზე გამეფებული ფანტასტიკური ატმოსფეროს ფონზე მოიპოვა.

უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მაღალი კლასის მეტოქე გვყავდა. "ოლიმპიაკოსს" სტანდარტული სიტუაციიდან ჩვენი კარის აღების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ფეხბურთში გამართლების გარეშე ვერაფერს გააწყობ", - განაცხადა კლოპმა.

მომზადებულია Sport1.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული