რეკორდით ვიქტორ ვალდესიც გამოირჩა

AutoSharing Option
"ბარსელონას" გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა, რომელმაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაში "ვიქტრორიასთან" შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, საკუთარი სახელი გუნდის ისტორიაში ჩაწერა.

ვალდესი საკლუბო რეკორდის მფლობელი გახდა. მეკარემ 877 წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინარჩუნა.

ესპანელს რეკორდის დასამყარებლად "ვიქტორიასთან" მატჩში 38 წუთში გოლი არ უნდა გაეშვა.

შეგახსენებთ, რომ წინა რეკორდი (824 წუთი) მიგელ რეინას ეკუთვნოდა, რომელიც "ლივერპულის" გოლკიპერის პეპე რეინას მამაა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული