ვალდესი საკლუბო რეკორდის მფლობელი გახდა. მეკარემ 877 წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინარჩუნა.
ესპანელს რეკორდის დასამყარებლად "ვიქტორიასთან" მატჩში 38 წუთში გოლი არ უნდა გაეშვა.
შეგახსენებთ, რომ წინა რეკორდი (824 წუთი) მიგელ რეინას ეკუთვნოდა, რომელიც "ლივერპულის" გოლკიპერის პეპე რეინას მამაა.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით