"მეტოქე აგრესიულად თამაშობდა და მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ ვალდესი ბრწყინვალედ მოქმედებდა. მას რეკორდი უნდა მივულოცოთ და ასევე ლიონელსაც.
სანამ "ვიქტორიას" ფეხბურთელს გააძევებდნენ, თამაში გვიჭირდა. მინდა აღვნიშნო, რომ მეტოქე კაცნაკლულიც ცდილობდა კონტრშეტევებზე თამაშს. მასპინძლებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, აქაც და "კამპ ნოუზეც". მათ კარგი მომავალი აქვთ. ზოგჯერ არც ისე ცნობილი გუნდებიც ისვრიან. "აპოელს" შეხედეთ, რა დღეში არიან "შახტარი" და "პორტუ", ან თუნდაც "გენკი", რომელმაც "ჩელსისთან" ფრე ითამაშა.
ალვეშის ყვითელი ბარათი?
რთული გრაფიკი გვაქვს, ამიტომ ვილიას და ინიესტას დასვენების შესაძლებლობა გაუჩნდათ",- განაცხადა გვარდიოლამ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით