ვილაშ ბოაში: კონტრშეტევებს ვერ ვუმკლავდებით

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ ბოაშმა ჩემპიონთა ლიგაში "გენკთან" (1:1) მატჩზე ისაუბრა.

"შეხვედრის პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. გოლის გატანა მოვახერხეთ, ხოლო მეორე ნახევარში ჩვენ დონეზე ვერ ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ პირველი 20 წუთი ბურთი უნდა გვეკონტროლებინა.

ვფიქრობ, რომ ფანტასტიური მომენტები გვქონდა მატჩის მოსაგებად. თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ.

ყველა შეხვედრაში უამრავ მომენტს ვქმნით, მაგრამ კონტრშეტევებს ვერ ვუმკლავდებით. ასე იყო "ქუინს პარკ რეინჯერსთანაც". ასეთი პრობლემები ნამდვილად გვაქვს, მაგრამ იმის რესურსიც გაგვაჩნია, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ", - განაცხადა ანრდე
ვილაშ ბოაშმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული