"რეალიც" მერვედფინალშია [+VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში შინ "ნაპოლი" დაამარცხა და ლიდერის პოზიცია გაიმყარა.

შეხვედრის პირველმა წუთებმა მშვიდად ჩაიარა, შემდეგ კი როდესაც "ბაიერნმა" იტალიელთა დაცვის ხაზში სუსტ წერტილებს მიაგნო, მაშინვე შეუდგა მათ გამოყენებას. ოთხი შემტევი ფეხბურთელი მარიო გომესის ხელმძღვანელობით მორგენ დე სანქტისის კართან თავისუფალ ზონებს მეთოდურად ეძებდა და იმის გათვალისწინებით, რომ "ნაპოლი" სამ მცველზე მეტით არ თამაშობს, მათ ადვილად და სწრაფად პოულობდა. ეს მით უფრო ადვილი იყო, რადგან მიუნხენელებს გუნდში ბასტიან შვაინშტაიგერი
და ფილიპ ლამი ჰყავთ, რომელთაც შეტევის შენარჩუნება და ზუსტი გადაცემის გაკეთება შეუძლიათ.

პირველი გოლი მიუნხენელთა სნაიპერის, მარიო გომესისთვის არადამახასიათებელი იყო. ფორვარდმა ორი მცველი მოატყუა და მის დარტყმულს "ნაპოლის" გოლკიპერმა ვერაფერი მოუხერხა.

მიუნხენელთა ფანებმა გოლის აღნიშვნა ვერ მოასწრეს, რომ მარიოს პარტნიორები უკვე დუბლის შესრულებას ულოცავდნენ. შვიდი წუთის შემდეგ მარიომ ტონი კროოსის პასით მესამე გოლი გაიტანა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 3:0.

მიუნხენელთა მესამე გოლმა ნეაპოლელებს ცივი შხაპი გადაასხა და ტაიმის დასრულებამდე ფედერიკო ფერნანდესმა თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

მეორე ტაიმში არბიტრმა ჯერ "ნაპოლის" ცუნიგა გაუძევა, ცოტა ხანში კი "ბაიერნს" ბადშტუბერი გაუგდო და ძალთა თანაფარდობა აღადგინა.

79-ე წუთზე ფედერიკო ფერნანდესმა თავი მეორედ გამოიჩინა და შეხვედრაც 3:2 დასრულდა.

* * *
მადრიდის "რეალმა" "ლიონს" 2:0 სძლია. ორივე გოლი კრიშტიანუ რონალდომ გაიტანა. პორტუგალიელმა ფრანგებს 24-ე წუთზე თამაშიდან გაუტანა, მეორე ტაიმის 69-ე წუთზე კი თავი თერმეტმეტრიანით გამოიჩინა.

"რეალის" თავკაცი ჟოზე მოურინიო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კმაყოფილი იყო:

"პირველ ტაიმში უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით. მათი ნაწილი მაინც რომ გამოგვეყენებინა, მატჩში ინტრიგა პირველივე ტაიმში მოკვდებოდა. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი მაინც ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეორე გოლმა კი მატჩის ბედი გადაწყვიტა.

"რეალი" სწორ გაზაზე დგას და გვუსრს ჯგუფური ეტაპი შარშანდელივით კარგად დავასრულოთ. ვცდილობთ როგორც შინ, ასევე გასვლით მატჩებში, სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს ჯერჯერობით კარგად გამოგვდის".

* * *
მეოთხე ტურის კიდევ ერთ გამორჩეულ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე "ვილიარეალი" გაანადგურა. "ქალაქელებმა" იაია ტურეს დუბლითა და მარიო ბალოტელის თერთმეტმეტრიანით გაიმარჯვეს. ამ მოგების წყალობით "სიტიმ" "ნაპოლის" გაუსწრო და მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

* * *
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოცელულს" დამაჯერებლად მოუგო. "ოლდ ტრაფორდზე" "წითელი" ეშმაკების" შემადგენლობაში გოლებით ანტონიო ვალენსია და უეინ რუნი გამოირჩნენ.

A ჯგუფი
ბაიერნი-ნაპოლი 3:2 [იხილეთ ვიდეო]
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი (53. ტიმოშჩუკი) - მიულერი, კროოსი, რიბერი (80. ალაბა) - გომესი.
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, ფერნანდესი, არონიკა (43. დოსენა) - მაჯო, ჯემაილი (84. პანდევი), ინლერი, ცუნიგა - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.
გოლები: 1:0 გომესი (17), 2:0 გომესი (23), 3:0 გომესი (42), 3:1 ფერნანდესი (45), 3:2 ფერნანდესი (79).
გაფრთხილება: ბოატენგი - ფერნანდესი, ჯემაილი, კავანი.
გაძევება: ბადშტუბერი (78) - ცუნიგა (70).
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 11-6 (8-3); ბურთის ფლობა: 53%-47%-.
მაყურებელი: 66 000

ვილიარეალი-სიტი 0:3 [იხილეთ ვიდეო]
ვილიარეალი (4-4-1-1): დიეგო ლოპესი - მარიო პერესი, გონსალო როდრიგესი, მუსაჩო, კატალა - დე გუზმანი (76. ანხელი), მარჩენა, ბორხა ვალერო, მუბარაქი (77. ბორდასი) - პერესი (84. ორიოლი) - იოსელუ.
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, სავიჩი, კლიში - დე იონგი, ტურე (75. აგუერო) - მილნერი, სილვა (65. ჯონსონი), ნასრი - ბალოტელი (83. კოლაროვი).
გოლები: 0:1 ტურე (30), 0:2 ბალოტელი (45-პენ.), 0:3 ტურე (71).
გაფრთხილება: მუსაჩო, კატალა, მარჩენა, მუბარაქი, პერესი - ბალოტელი.
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 5-7 (3-4); ბურთის ფლობა: 53%-47%-.
მაყურებელი: 20 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 3 1 0 8-3 10
2. მანჩესტერ სიტი 4 2 1 1 6-4 7
3. ნაპოლი 4 1 2 1 6-5 5
4. ვილიარეალი 4 0 0 4 1-9 0

B ჯგუფი
ტრაბზონი-ცსკა 0:0
ტრაბზონი (4-4-2): ძენგინი - სეჩი, გლოვაცკი, კოლმანი, კაჩარი - ჩელუსტკა, ბალჩი (61. ალანზინიო), ძოკორა, მიერზეჟევსკი (81. იაკუტი) - იელმაზი, ჰ. ალთინთოფი (81. ენრიკე).
ცსკა (4-4-2): გაბულოვი - იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი, შენნიკოვი (46. ნაბაბკინი), ა. ბერეზუცკი - ტოშიჩი (70. კაუნა), მამაევი (80. შემბერასი), ძაგოევი, ალდინინი - დოუმბია, ვაგნერ ლავი.
გაფრთხილება: ძოკორა, მიერზეჟევსკი - მამაევი, ალდონინი, ვაგნერ ლავი.
გაძევება: დოუმბია (74).
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 9-3; კარში დარტყმა: 5-11 (2-5); ბურთის ფლობა: 56%-44%-.
მაყურებელი: 19 000

ინტერი-ლილი 2:1
ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - ძანეტი, ლუსიო, სამუელი, კივუ - სტანკოვიჩი, მოტა, კამბიასო - სნეიდერი (67. ალვარესი) - სარატე (79. პაცინი), მილიტო (90. ობი).
ლილი (4-4-2): ლანდრო - დებუჩი, როზენალი, ჩედოუ, ბერია - კოლე (71. პაეტი), პედრეტი, მავუბა, ჰაზარდი - სოუ (60. ობრანიაკი), იელენი (46. დე მელო).
გოლები: 1:0 სამუელი (18), 2:0 მილიტო (65), 2:1 დე მელო (83).
გაფრთხილება: სამუელი - როზენალი, ბერია.
კუთხური: 3-13; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-10 (7-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 56 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 4 3 0 1 6-4 9
2. ცსკა 4 1 2 1 7-5 5
3. ტრაბზონი 4 1 2 1 2-4 5
4. ლილი 4 0 2 2 4-6 2

C ჯგუფი
იუნაიტედი-ოცელული 2:0
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ჯონსი, ფერდინანდი, ევანსი (89. ფრაიერსი), ფაბიო - ვალენსია, ანდერსონი (80. პარკი), რუნი, ნანი - ბერბატოვი, ოუენი (11. ერნანდესი).
ოცელული (4-3-3): გრაჰოვაცი - რაპა, კოსტინი, სარგი, სალაგეანუ - ნეაგუ, ფილიპი, გიურგიუ (81. პარასკივი) - ანტალი (61. იორგა), პენა, ილიე (53. ფრუნზა).
გოლები: 1:0 ვალენსია (8), 2:0 რუნი (87)
გაფრთხილება: ევანსი - კოსტინი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14-11 (7-5); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 75 000

ბენფიკა-ბაზელი 1:1
ბენფიკა (4-3-3): არტური - მ. პერეირა, ლუიზაო, გარაი, მარტინში (63. ვიტორი) - გაიტანი (81. ნოლიტო), მატიჩი, სეზარი - აიმარი (73. კარდოსო), როდრიგო, ვიტსელი.
ბაზელი (4-4-1-1): ზომერი - შტაინჰოფერი, აბრაჰამი, დრაგოვიჩი, პარკი - შაჩირი, ჰუგელი, ჩაკა (81. გაბრალი), ფ. ფრაი - ჩიპერფილდი (88. კუსუნგა) - ზუა დაოგარი (90. პაკი).
გოლები: 1:0 როდრიგო (4), 1:1 ჰუგელი (64)
გაფრთხილება: აიმარი, პერეირა, ვიტორი - ჰუგელი, პარკი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 18-6; თამაშგარე: 3-8; კარში დარტყმა: 13-7 (4-1); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 65 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერ იუნაიტედი 4 2 2 0 8-4 8
2. ბენფიკა 4 2 2 0 5-2 8
3. ბაზელი 4 1 2 1 6-7 5
4. ოცელული 4 0 0 4 1-7 0

D ჯგუფი
ლიონი-რეალი 0:2 [იხილეთ ვიდეო]
ლიონი (4-2-3-1): ლორისი - რევეიერი, კრისი, ლოვრენი (38. კონე), დაბო - გონალონი, კალსტრიომი - ბრიანი, გურკუფი, ედერსონი (84. ბელფოდილი) - გომისი (75. ლაკაზეტი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - დიარა, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაო (64. ალბიოლი) - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (83. კალეხონი), იოზილი, რონალდო - ბენზემა (71. იგუაინი).
გოლები: 0:1 რონალდო (24), 0:2 რონალდო (69-პენ)
გაფრთხილება: კრისი, კალსტრიომი - ხედირა, დიარა, ალბიოლი, იგუაინი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13-17 (8-11); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 40 000

აიაქსი-დინამო 4:0
აიაქსი (4-1-2-3): ვერმეერი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ანიტა - იანსენი - ენო, ერიქსენი (80. ლოდეირო) - სულეიმანი (72. ლუკოკი), დე იონგი, ბოერიგტერი (77. ებესილიო).
დინამო (4-1-3-2): კელავა - ვრსალიკო, ვიდა, შიმუნიჩი, იბანიესი - კალელიო (46. ტომეჩაკი) - ლეკო, კოვაჩიჩი, ბადელი - რუკავინა (56. ბეკირაი), სამირი (72. სიტუმი).
გოლები: 1:0 ვან დერ ვილი (20), 2:0 სულეიმანი (25), 3:0 დე იონგი (65), 4:0 ლოდეირო (90)
გაფრთხილება: ანიტა, ენო - კალელიო, ვიდა, იბანიესი
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-7 (6-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 40 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 4 4 0 0 10-0 12
2. აიაქსი 4 2 1 1 6-3 7
3. ლიონი 4 1 1 2 2-6 4
4. დინამო (ზ) 4 0 0 4 0-9 0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული