ფერგიუსონმა რუნის ნახევარდაცვაში თამაში შეუქო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "ოცელულთან" რუნის ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში ძალიან მოეწონა. ფერგიუსონმა რუნის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე უწოდა.

ფერგიუსონის თქმით, რუნი ძალიან კარგ გადაცემებს აკეთებდა. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იცის, მომავალშიც დააყენებს თუ არა რუნის ნახევარმცველად, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ფორვარდმა ახალ პოზიციაზე დამაჯერებლად ითამაშა.

ფერგიუსონმა ისიც თქვა, "ოცელულთან" მატჩი რთული გამოდგა, რადგან მეტოქე თავს კარგად იცავდა და მთელს მოედანზე პრესინგს თამაშობდაო.

შოტლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი ახლა "ბენფიკასთან" საშინაო მატჩში გამარჯვებას ელის, რათა "იუნაიტედმა" ჯგუფში
პირველი ადგილი გაინაღდოს.

ჯგუფური ეტაპის ოთხი ტურის შემდეგ "მანჩესტერი" 8 ქულით პირველ-მეორე ადგილს "ბენფიკასთან" იყოფს. შვეიცარიის "ბაზელს" ხუთი ქულა აქვს, "ოცელული" კი უქულოდაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული