მოურინიო: რონალდოს მე-100 გოლი სულ არ მაინტერესებს

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაში "ლიონთან" (2:0) შეხვედრაზე ისაუბრა.

"კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. პირველ ტაიმში უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით. შეხვედრა კარგად ჩავატარეთ და მეორე გოლმა უკვე ყველაფერი გადაწყვიტა. ამჟამად 12 ქულა გვაქვს და პლეი ოფში გასვლა განაღდებული გვაქვს. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვსურს, რადგან მერვედფინალში გარკვეული უპირატესობა გვექნება.

სწორ გზაზე ვართ და გვინდა ჯგუფური ეტაპი ისევე კარგად დავასრულოთ, როგორც ეს წინა სეზონში გავაკეთეთ. ამ ჩემპიონთა ლიგაზე ვცდილობთ კარგი ფეხბურთი საკუთარ კედლებშიც და სტუმრადაც ვანახოთ. ჯერჯერობით გამოგვდის, ვნახოთ რა იქნება
მომავალში. სულ არ მაინტერესებს, რომ რონალდომ "რეალის" მაისურით მე-100 გოლი გაიტანა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად შედეგს მივაღწიო", - განაცხადა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული