გომესი: შვაინშტაიგერი ნახევარდაცვის ძრავაა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა მარიო გომესმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლისთან" (3:2) ჰეთ თრიკი შეასრულა, მატჩზე ისაუბრა.

გერმანელი ფეხბურთელის გოლების წყალობით "ბაიერნი" 3:0 იგებდა, თუმცა იტალიელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს და მიუნხენელი გულშემატკივარი შეხვედრის ბოლომდე ანერვიულეს.

გარდა ამისა, "ნაპოლისთან" მატჩი ბასტიან შვაინშტაიგერისთვის ცუდად დასრულდა, ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და გუნდს 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

"გუნდი შოკირებული იყო. დრო დაგვჭირდა, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავით. ბასტიანი ჩვენი გუნდის ნახევარდაცვის ძრავაა. ის თამაშის ტემპს აკონტროლებს, მისი ტრავმის შემდეგ ალბათ შეამჩნევდით, როგორ აგვერია თამაში. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ
ტოპ კლუბი ვართ და უნდა შევძლოთ შვაინშტაიგერის არ ყოფნა ავანაზღაუროთ", - განაცხადა გომესმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული