ია ია ტურე: მანჩინიმ მთხოვა, შეტევებში ხშირად ჩავრთულიყავი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ია ია ტურემ განაცხადა, რომ "ვილიარეალთან" ორი გოლის გატანაში მას ის "შემტევი ფილოსოფია" დაეხმარა, რომელსაც გუნდის თავკაცი რობერტო მანჩინი მისდევს.

"ეს გოლები იმიტომ გავიტანე, რომ მწვრთნელმა მითხრა, წინ ხშირად წავსულიყავი და ჩემი შანსი მეძებნა. საკმაოდ არაორდინარული თამაში იყო. პირველი ათი წუთი ძალიან გაგვიჭირდა, რადგან "ვილიარეალს" ბურთის დაჭერა კარგად შეუძლია.

როგორც კი გავიტანე, საქმე გაგვიადვილდა. რა დასამალია, ძალიან კმაოფილები ვართ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა წარმატებული თამაში გააგრძელოს, რადგან ჩემპიონთა ლიგის და პრემიერლიგის მოგება ძალიან რთული იქნება.

თუ მიმდინარე სეზონს
გასულ სეზონს შევადარებთ, საგრძნობ პროგრესს მივაღწიეთ და გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოგვიყალიბდა. ისეთი საჭირო ფეხბურთელების გამოჩენა, როგორიც სამირ ნასრი და სერხიო აგუეროა, გადამწყვეტი აღმოჩნდა. უკვე უმაღლესი კლასის მოთამაშეები გვყავს: ედინ ჯეკო და დავიდ სილვა, რომლებიც ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. საქმეები წინ მიდის და დარწმუნებული ვარ, ტიტულების მოგება შეგვიძლია", განაცხადა ტურემ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული